წყალტუბოს არჩევნებში ამ დროისთვის ამომრჩევლის 40 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა
წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 14.00 საათისთის სოფელ წყალტუბოში შუალედურ არჩევნებში 1406 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, წყალტუბოში ამომრჩეველთა 40% -იანი აქტვობა დაფიქსირდა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში დარღვევების მხრივ მხოლოდ 6 საჩივარია შესული, რომელიც ძირითადად საკონტროლო ფურცლებს შეეხება.
საარჩევნო ოლქში 3463 ამომრჩეველია.
ამ დროისათვის ყველაზე მაღალი აქტივობა წყალტუბოში ფიქსირდება. რიგგარეშე არჩევნები საქართველოს 7 მაჟორიტარულ ოლქში იმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



11:46
22:32
19:44
20:45
















