|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ ზოვრეთში 4 ნიღბიანი პირი ღამით ლილუაშვილების ოჯახში შეიჭრა

ყაჩაღობის მცდელობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში. ოთხი ნიღბიანი პირი გვიან ღამით ლილუაშვილების ოჯახში შეიჭრა. ისინი მუქარის ძალით თანხის წაღებას ცდილობდნენ.

ოჯახის ერთ-ერთი წევრით თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ხმაური ატეხეს და დახმარებას ითხოვეს, რაზეც უცნობი პირები გაბრაზდნენ და ჰაერში გაისროლეს და გაიქცნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც ლილუაშვილები აცხადებენ, შეშინებული არიან. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი