სოფელი კურსებში მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი კურსებში მეწყრული პროცესების განვითარებიოდან ორი თვის შემდეგ ადგილობრივებს უთხრეს, რომ სოფელში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია და სახლებში დაბრუნებას ვერ შეძლებენ.
სოფელ კურსებიდან ევაკუირებულია 58 ოჯახი, აქედან ათი სახლი სრულიად დანგრეულია, 15 დეფორმირებული, დანარჩენი კი დაბზარული და საცხოვრებლად უვარგისი.
ადგილობრივების თქმით, 30 ათასი ლარი, რასაც ხელისუფლება მათ ჰპირდება მიზერულია და ამ თანხით ვერაფრის შეძენას ვერ შეძლებენ.
ხელისუფლება არ ჩქარობს ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზის აღდგენაა, ამის მიზეზი გარემოს ეროვნულმა სააგენტოს დაკვირვებაა, რომლის თანახმად მეწყერული პროცესები ისევ აქტიურია და ამ დროისთვის ძნელია რამის პროგნოზირება.
ცნობისთვის, მეწყრული პროცესები სოფელ კურსებში 12 მარტს განვითარდა.
ავტორი: ნიუპრესი


13:08
11:18
















