|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოფლად აპატიმრებენ სასულიერო პირებს, ხშირად სრულიად უსაფუძვლო დაბეზღებით"

„ნიუპრესი“ აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.

100 წლის წინ აღდგომა 2 აპრილს(ძველი სტილით, ახალი სტილით 15 აპრილს) აღინიშნა, მაშინდელი პრესა მკითხველს უხსნიდა  ამ დღის მნიშვნელობას.  იმ დროისათვის  უკვე აღდგენილი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა.

მიუხედავად ამისა, რთული იყო სასულიერო პირების მდგომარეობა. მღვდლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ხშირად აპატიმრებდნენ კიდეც. ამაზე მეტყველებს გაზეთებში გამოჩენილი უამრავი ცნობა.

1917 წლის 27 აპრილს ქუთაისში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი "მეგობარი" წერს: "ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტში იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლებმა შეიტანეს განცხადება, რომ სოფლად აპატიმრებენ სასულიერო პირებს, ხშირად სრულიად უსაფუძვლო დაბეზღებით. მათ შეურაცხყოფენ სიტყვიერად და მოქმედებითაც და მიჰყავთ ქუთაისში ფეხით. ხანდახან ფეხშიშველიც კი, არ აძლევენ საშუალებას თავის გამართლებისას. ამისათვის ისინი თხოვენ ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს ოფიციალურ განკარგულებას, რომ სასულიერო პირთა დაპატიმრება არ ხდებოდეს აღმასრულებელ კომიტეტის დადგენილების გარეშე. დაპატიმრებულთ საშუალება მისცენ თავი გაიმართლონ აღმასრულებელი კომიტეტის საგამოძიებო კომიტეტის წინაშე, საგამოძიებლო სასულიერო პირთა წევრების მონაწილეობით."

ეკლესიების ძარცვა ჩეულებრივ ამბადაა ქცეული. 

 

    

 

 

 არც ძარცვა და ადამიანების გატაცებაა უცხო.

 

ამავდროულად მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა, ის იმისათვის გახდა საჭირო, რომ ადგილობრივებმა სასურსათო ბარათები მიიღონ. მიმდინარეობს ქუთაისის საუბნო კომიტეტის არჩევისათვის მზადება.

მაშინდელი ქუთაისი 11 უბნად იყო დაყოფილი.  

 

   

 ფოტოზე; ფალიაშვილის ქუჩა, გადაღებულია 1910 წელს.                                                      ფოტოზე; ბაზრის ქუჩა ქუთაისში.

 

 ჩოხარაურში ჩატარებულა კრება, სადაც გადაწყდა, რომ მუშახელით  დაეხმარონ  სოფელს. აქვეა ამბავი კოოპერატივის. ის რომ ჩოხატაურში  კარგი პური ცხვებოდა, უკვე საგაზეთო ამბავი გამხდარა.

"კოოპერატიული დუქანი ჩოხატაურში ძალიან გააფართოვეს და გაამშვენიერეს. ახლა პურის ფქვილიც მოვიდა ბლომათ. პური ძალიან კარგი ცხვება. როგორც ირკვევა,  აურჩევიათ სანიტარული კომისიაც, რომელიც გააკონტროლებდა პროდუქციის ხარისხს.

პრობლემებით, დაპირისპირებით, მაგრამ მაინც, მიმდინარეობდა ახალი ქვეყნის მშენებლობა.

 

     

 

 მსგავსი:

"გატეხეს ეკლესია, ჯიბგირების თავგასულობას საზღვარი არ აქვს"

ავტორი: ირინა მაკარიძე