|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფლის მეურნეობის პროდუქცია 9.5 პროცენტით გაძვირდა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა - აღმიოშნულ  მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 33.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 6.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ასევე, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 13.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 51.6 პროცენტიანი მატებით, რაც 9.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 10.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, -1.16 და 5.39 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ავტორი: