|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

SOS!!! იმერეთში 362 შემთხვევაა, დადებითობის მაჩვენებელი 9%-ს ასცდა - გოჩა გიორგიძე

კოვიდსტატისტიკა როგორც ქვეყანაში, ასევე იმერეთში საგანგაშო ნიშნულზეა - დადებითობის მაჩვენებელი 9 % ს ასცდა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე წერს. 

ის მოსახლეობას ნიღბის ტარებისა და აცრისაკენ მოუწოდებს. 

"SOS!!! იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში 4189 კვლევა გაკეთდა, დადებითია 362. დადებითობის მაჩვენებელი 9 % ს ასცდა.

დღეს ინფიცირებულებიდან, არსებული ლეტალობის სტატისტიკით,  5 შესაძლოა დაიღუპოს კოვიდთან ბრძოლაში. არ გაფიქრებთ ეს??? გაიკეთეთ პირბადე ყველგან, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით დიდ სუფრებსა და თავშეყრებზე. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრები მეზობლები, ოჯახის წევრები. რა გვჭირს ხალხო!? ადამიანი ხომ მოაზროვნე არსებაა ამ პლანეტის. რატომ უნდა დაგვჭირდეს ჯაჭვი?", - წერს გოჩა გიორგიძე სოციალურ ქსელში. 

ავტორი: ნიუპრესი