|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა

 სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში  შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომელი დააკავა. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლეს და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა,  უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის თანამშრომელი. 

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და 11', 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის  „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. 

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი