სპირულინა — საუკეთესო საკვები დანამატი წონის კლების დროს
ადამიანები მათთვის სასურველი სხეულის წონის მისაღებად ან შესანარჩუნებლად, ხშირად მიმართავენ დიეტას. ორგანიზმი წონის კლების დროს, სხეულის მასის შესამცირებლად, ზედმეტ ცხიმს წვავს. ცხიმის წვის მიღწევა სწორი კვების, რეგულარული ფიზიკური აქტივობისა და ცხოვრების წესის ცვლილებების გზით არის შესაძლებელი.
წონის კლებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: ჯანსაღი კვება, კალორიების კონტროლი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება. ასევე, ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მოწესრიგებული ძილის არსებობა.
წონის კლებისთვის აქტიურად გამოიყენება საკვები დანამატი ამვილაბი სპირულინა, რომელიც მისი დამახასიათებელი თვისებებით ხელს უწყობს მეტაბოლიზმის სტიმულირებას და შიმშილის გრძნობის შემცირებას.
რა არის ამვილაბი სპირულინა?
ამვილაბის სპირულინა საკვები დანამატია და იგი 100 %-ით ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სპირულინას შეიცავს, რომელიც კალიფოორნიის ტბებში მოპოვება.
სპირულინა ცნობილია მისი შედგენილობით, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, ვიტამინებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს. პრეპარატი ხშირად გამოიყენება ჯანსაღი კვების დროს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მოსამატებლად.
პრეპარატი იშვიათი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, რაც მეტწილად მასში არსებული უნიკალური პიგმენტის – ფიკოციანიდით არსებობით არის გამოწვეული.
ამვილაბის სპირულინაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები აუმჯობესებენ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
პრეპარატი მრავალმხრივი დადებითი სარგებლით ხასიათდება, თუმცა, სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ სპირულინას ეფექტიანობაზე მხოლოდ წონის კლების პროცესის დროს.
რა ჩვენებების დროს გამოიყენება და როგორ აგვარებს პრობლემას ამვილაბი სპირულინა
წონის კლების პროცესში ამვილაბი სპირულინას მიღება, კონკრეტული ჩვენებების გამოვლენის შემთხვევაშია რეკომენდებული:
- ნუტრიენტების ნაკლებობის შემთხვევაში – დიეტური საკვებიდან მიღებული ვიტამინების და მინერალების რაოდენობა მცირდება, სპირულინა კი ორგანიზმს
B ვიტამინებით, რკინით, კალციუმით და სხვა აუცილებელი ნუტრიენტებით უზრუნველყოფს;
- ცილის ნაკლებობის დროს – დაბალკალორიული დიეტის შემთხვევაში, ორგანიზმში შეიძლება წარმოიშვას ცილის დეფიციტი, რაც კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად და ენერგიის დონისთვის მნიშვნელოვანია. სპირულინა მდიდარია ცილით, რაც ხელს უწყობს კუნთების დაცვას და ქსოვილების აღდგენას;
- მეტაბოლიზმის დაქვეითებისას – წონის კლების პერიოდში ნივთიერებათა ცვლა შეიძლება შენელდეს, რაც საგრძნობლად აფერხებს წონის კლებას. როგორც წესი, სპირულინაში არსებული ნუტრიენტები ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას;
- დაქვეითებული ენერგიის დროს – გარკვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე , სავსებით შესაძლებელია ენერგიის დონემ დაიწიოს , ამ შემთხვევაში ორგანიზმი, უფრო მიდრეკილია დაღლილობისკენ. სპირულინას წყალობით კი შესაძლებელია ადამიანმა შეინარჩუნოს ენერგიის დონე და შემატოს მეტი გამძლეობა ფიზიკური აქტივობებისთვის;
- იმუნიტეტის დაქვეითებას – კვების რაციონის შემცირებამ შეიძლება დაასუსტოს ორგანიზმის იმუნური სისტემა. ამ შემთხვევაში, სპირულინა ანტიოქსიდანტებით დახმარებით. მუშაობს იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
როგორ მოქმედებს სპირულინა წონის კორექციაზე
სპირულინა წარმოადგენს ცილების და ამინომჟავების მდიდარ წყაროს, იგი ხელს უწყობს როგორც კუნთოვანი მასის ზრდას, ასევე ცხიმოვანი მასის წვას. პრეპარატი შესამჩნევად აქვეითებს მადას და შესაბამისად, იწვევს წონის კორექციას.
ჩვეულებრივ, სპირულინა ძალზე მდიდარია საკვები ბოჭკოებით და ფერმენტებით. რეალურად, იგი მოქმედებს როგორც პრებიოტიკი და აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას. სპირულინას კაფსულის კუჭში მოხვედრის შემდეგ, იგი სწრაფად ეკვრის ლორწოვან გარს და ხსნის გულძმარვის შეგრძნებას.
აღსანიშნია, რომ პრეპარატი, ასევე ეფექტიანია ისეთი დაავადებების დროს, როგორიც გასტრიტი და კუჭის წყლულია.
კაფსულის მიღების წესი და დოზირება
ამვილაბი სპირულინას მიღების წესი ძალზე მარტივია: პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს მხოლოდ ჭამის დროს. ხოლო, რაც შეეხება მის დოზირებას, იგი ამგვარია: 1 კაფსული სპირულინა უნდა გამოიყენოთ 1-2 ჯერ დღეში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა ასევე, 18 წლამდე ასაკის პირებმა, საკვები დანამატი უნდა გამოიყენონ, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ამრიგად, თუ დიდი ხანია გსურთ წონის დაკლება და ამავე დროს დიეტის დაცვა ძალიან გირთულდებათ, სპირულინა ნამდვილად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მარტივად მოგვარებაში.
თუმცა, აქვე შეგახსენებთ, გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მალევე მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ სხვა გართულებები.
ავტორი: