"ვარსკვლავის დაბადება - გელა დარსაძე" ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
სპორტის მუზეუმში ზურაბ ჯავახაძის წიგნის "ვარსკვლავის დაბადება - გელა დარსაძე" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, წიგნის ავტორი, გელა დარსაძის ოჯახის წევრები და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ. წიგნი გამოიცა ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი გელა დარსაძე იმ სახელოვან სპორტსმენთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც საქვეყნოდ წარმოაჩინეს ქუთაისის მდიდარი სპორტული ტრადიციები.
დარსაძე 1980 წლიდან თამაშობთა დიდ კალათბურთში. მას არაერთი დასამახსოვრებელი სეზონი ჩაუტარებია საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ჩემპიონატში. ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული საკალათბურთო ფიგურა იყო. გელა დარსაძემ მონაწილეობა საქართველოს პირველ ეროვნულ პირველობაშიც მიიღო და თბილისის “დინამოს” რიგებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
ავტორი: ნიუპრესი