სრულიად გაუმართავ და უნიათო სისტემას ვედექით გვერდით -სოფო ჯაფარიძე
არ ვიცი, ვის რა უშავდებოდა, სრულიად გაუმართავ და უნიათო სისტემას გვერდით ვედექით, - აცხადებს ონლაინ ჯგუფის "მედგიდის" დამფუძნებელი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ექიმი სოფო ჯაფარიძე.
მისი განცხადებით, ფეისბუკ ჯგუფი, რომელიც 100 ათასზე მეტ მომხმარებელს აერთიანებდა და პანდემიის პირობებში სამედიცინო კონსულტაციასა და დახმარებას უწევდა ადამიანებს. ჯგუფი არაერთხელ გახდა შეტევის ობიექტი, რის შედეგად ის გ სოციალური სივრციდან წაიშალა. ჯაფარიძის თქმით, მათთან ბრძოლის ნაცვლად, სჯობს ეს დრო ხალხის დასახმარებლად გამოიყენონ.
"ჩვენი მიზანი არავის კრიტიკა და არავის ჯიბრში ყოფნა არ ყოფილა. რატომ გვებრძვით, თქვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ. იმის ნაცვლად, რომ გამოგეყენებინეთ დსა ჩვენთნ ერთად გებრძოლათ, დაიწყეთ ჩვენს წინააღმდეგ ბრძლოლა. სჯობს ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომმ ხალხს დაეხმაროთ"-განაცხადა ჯაფარიძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, არ დანებდებიან და ახალ ჯგუფს შექმნბიან და ახდამიანების დახმარებას ასე გააგრძელებენ.
ცნობისთვის "მედგიდი" სოციალურ ქსელში 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა. სოფო ჯაფარიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" 2021 წლის დასაწყისში, ნიკა მელიას მიერ წარმოდგენილ ახალ გუნდში გამოჩნდა.
ავტორი: ნიუპრესი