|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტარტაპების როლი ქვეყნის განვითარებაში

საქართველოში არაერთი წარმატებული სტარტაპის შესახებ გვსმენია. ერთი მარტივი იდეით არათუ შეგიძლია გახდე წარმატებული და შეცვალო მთელი შენი ცხოვრება, არამედ დადებითი გავლება იქონიო იმ ქვეყანაზეც, სადაც ცხოვრობ. რატომ?

  •       წარმატებული სტარტაპი აძლიერებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას;
  •       ინოვაციები ქმნის მეტ განვითარებას;
  •       იქმნება სამუშაო ადგილები და მცირდება უმუშევრობის დონე;
  •       წარმატებული სტარტაპი სცდება ქვეყნის ფარგლებს და ზრდის ცნობადობას.

ინოვაციები: სტარტაპი, უმეტესად, ტექნოლოგიურ სფეროს მოიცავს და მუდმივ ინოვაციებს გვთავაზობს: ახალი იდეების, განსხვავებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზება ხელს უწყობს ტექნოლოგიურ წინსვლას და განვითარებას, რაც აძლიერებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო მასშტაბით.

ეკონომიკური ზრდა: წარმატებული სტარტაპები ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია. მასშტაბურობასა და წარმატებასთან ერთად ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და ასტიმულირებენ ეკონომიკურ აქტივობებს.

გლობალური კონკურენტუნარიანობა: წარმატებულ სტარტაპებს შეუძლიათ გააძლიერონ ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობა. უახლესი პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნით, მათ შეუძლიათ ინდუსტრიების ლიდერებად ჩამოყალიბება, საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა და ინვესტიციების მოზიდვა.

პრობლემების გადაჭრა: ბევრი სტარტაპი იქმნება კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ან პროცესის გამარტივების მიზნით. ამას შეუძლია გააუმჯობესოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი და წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში.

მოქნილი სამუშაო კულტურა: სტარტაპებს ხშირად აქვთ უფრო მოქნილი და დინამიკური სამუშაო კულტურა, რომელიც მოიცავს დისტანციურ მუშაობას, მოქნილ გრაფიკს და ინოვაციურ სამუშაო გარემოს. ამან შეიძლება შექმნას საფუძველი და შეცვალოს  ქვეყნის საერთო სამუშაო კულტურა.

 ვინ გასცემს სესხს სტარტაპებისთვის

საქართველოში სტარტაპის დაფინანსება და მხარდაჭერა აქტიურად მიმდინარეობს. 

როგორც ბანკები, ისე სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციები ეხმარებიან სტარტაპერებს საკუთარი კრეატიული იდეის წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებაში.

მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისიში:

  •       სტარტაპერები სარგებლობენ მოქნილი გადახდის გრაფიკით
  • სტარტაპ სესხები გაიცემა თვითდასაქმებულ და იურიდიულ პირებზე, ასევე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე;

მნიშვნელოვანია, რომ ემბისიში დაფინანსების საკითხს განიხილავენ ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში.

გაქვს სტარტაპ იდეა? დაწერე დეტალური ბიზნეს გეგმა, ნათლად ჩამოაყალიბე შენი იდეა და მოემზადე წარმატებისთვის. გახსოვდეს, ერთი მარტივი იდეით შეგიძლია შეცვალო შენი მომავალი და წვლილი შეიტანო  ქვეყნის განვითარებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა