|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სადაო საფლავი ქუთაისში - საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა

ქუთაისში მცხოვრებმა კაჩმაზოვების ოჯახმა, ავტოქარხნის სასაფლაოზე გასხვისებული საგვარეულო სასაფლაოს უკან დაბრუნებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხვონით, სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

კაჩმაზოვების განცხადებით, შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის დაქვემდებარებაში მყოფ ავტიქარხნის სასაფლაოზე მიწის ნაკვეთს 1988 წლიდან განკარგავენ. მათივე ინფორმაციით, 2012 წელს აღნიშნულ საფლავზე ქუთაისში მცხოვრები გოჩა თულოშვილის მამა დაკრძალეს.
კაჩმაზოვები "ქართული ტრადიციები 2011"-ის ყოფილ ხელმძღვანელობას საფლავის უკანონოდ გასხვისებაში ადანაშაულებენ. ოჯახმა შპს-ს წინააღმდეგ სარჩელი თავდაპირველად ქუთაისის საქალქო სასამართლოში შეიტანა, სადაც მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამირან კაჩმაზოვის განცხადებით, მოსამართლემ მათი ოჯახის კუთვნილი საფლავი გოჩა თულოშვილის მფლობელობაში არაკანონიერად დატოვა. თავად თულოშვილი newpress.ge-სთან კომენტარს არ აკეთებს.
ამჯერად, საქმემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა, სადაც კაჩმაზოვების ინტერესებს არსამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დაცვის ცენტრი" დაიცავს.
შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, გოჩა მარგველაშვილის განმარტებით, სიმართლე მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გაირკვევა.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა