newpress გამოკითხვა: ქუთაისელი სტუდენტები ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე
newpress.ge-ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 60 სტუდენტიდან 55 თვლის, რომ პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი უნდა მიიღოს. გამოკითხთული სტუდენტებიდან მხოლოდ ხუთია კანონპროექტის წინააღმდეგი.
"კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი. მოვალეობა და ვალდებულება როგორც აქვს ჩვეულებრივ ადამიანებს, ისე უნდა ქონდეს უმცირესობებსაც", - ასეთია ქუთაისელი სტუდენტების მოსაზრებები.
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა დღეს, ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ სასულიერო პირებისა და მრევლის აქციის ფონზე მიმდინაროებდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა