|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცისფერი მთები" კანის კინოფესტივალის სპეციალურ სექციაში - "კანის კლასიკაში" მოხვდა

ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" კანის კინოფესტივალის სპეციალურ სექციაში - "კანის კლასიკაში" იქნება ნაჩვენები. სპეციალურმა ჟიურიმ წარმოდგენილი 1000 ფილმიდან 20 შეარჩია და სწორედ ამ ოცეულში მოხვდა შენგელაიას ფილმი. აღსანიშნავია, რომ ამ  სექციაში ქართულ ფილმს პირველად აჩვენებენ. თუმცა, "ცისფერი მთები" 1985 წელს კანში რეჟისორთა კვირეულზეც წარმოადგინეს.

კანში ფილმების ჩვენებას სოფი ლორენი გახსნის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფილმი, რომელიც წელს ამ სექციის პროგრამაში მოხვდა, სერგო ფარაჯანოვის "საიათნოვაა".

"ცისფერი მთები" 1983 წელს არის გადაღებული. 30 წლის შემდეგ კანში იგი ფრანგული სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები."როგორც ჩანს ფრანგებისთვის მხატვრული ფორმაც და თემაც აღმოჩნდა საინტერესო, რადგან ალბათ საფრანგეთშიც არის ამგვარი ბიუროკრატია", - აღნიშნა ფილმის რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.

წყარო: 1TV.GE

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა