|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლის სიახლოვეს სწრაფი კვების ობიექტები გაუქმდება

მსოფლიოში ჭარბი წონა სკოლის მოსწავლეებში გახშირდა, თუმცა ბრიტანეთში ამ პრობლემასთან შეგუებას არ აპირებენ. ინგლისის სახელმწიფო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სკოლებთან ახლოს მდებარე სწრაფი კვების ობიექტების გაუქმებას გულისხმობს.

ისინი საბჭოს მოუწოდებენ, რომ სკოლიდან 5 წუთის სავალზე არავის მიეცეს უფლება, პიცერიები და ჰამბურგერების ბარები გახსნას.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მოსწავლეები ნახევარ დღეს სკოლაში ატარებენ და ლანჩის დროს დიდი შესვენება აქვთ, რაც იმას გულისხმობს, რომ შენობის დატოვება და ახლომდებარე ობიექტებში არაჯანსაღი პროდუქტებით ყოველდღე დანაყრება შეუძლიათ.

წყარო: ambebi.ge


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა