|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერმა ქუთაისში "ქართული ოცნების" კანდიდატები წარადგინა

დღეს, „ ქართულმა ოცნებამ“ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის  ქუთაისის მერობის კანდიდატი, შოთა მურღულია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისელ ამომრჩევლებს წარუდგინა.

პრემიერის თქმით, მურულია ის ადამიანია, რომელიც ქუითაისელებს  სჭირდება  მათივე პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომაც, ღარიბაშვილის თქმით, ამომრჩევლებმა  მას უნდა მისცენ ხმა.

ჩვენი ქალაქი ორ ნაწილად არის დაყოფილი. ერთი  მეტნაკლებად რეაბილიტირებულია, მეორეს კი რეაბილიტაცია საერთოდ არ შეხებია. ჩვენ შევიმუშავეთ ქალაქის განვითარების გეგმა. რომელიც ქუთაისის ამ ნაწილის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძველი ქუთაისის მემკვიდრეობას და თვითმყოფად კულტურას აღვადგენთ. გამოვცვლით მწყობრიდან გამოსულ კომუნიკაციებს.  არ დავუშვებთ, რომ ახალმა შენობებემა დაარღვიოს ქალაქის ურბანულ-არქიტექტურული სივრცე," - განაცხადა  შოთა მურღულიამ წარდგენისას.

პრემიერ-მინისტრმა  ქალაქის მერობის კანდიდატის,  წარდგენამადე   იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლების  კანდიდატებიც წარადგინა.

„ოცნების“  მიერ  წარდგენილი იმერეთის 11 რეგიონში გამგებლობის კანდიდატთა  ასეთია:  სამტრედია -ვალერი ფოცხვერია, ხონი - ჯემალ მებუკე, ვანი - ზაზა ხურციძე, ბაღდათი - ირაკლი გეგეშიძე, წყალტუბო - კონსტანტინე მამისეიშვილი, ჭიათურა - სულხან მახათაძე, ზესტაფონი - ტარიელ თუთარაშვილი, თერჯოლა - თემურ ჯაფარიძე, ტყიბული -  რობიზონ გვენეტაძე, ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი, საჩხერე - მალხაზ ბაზაძე.

როგორც გამგებლობის კანდიდატები განმარტევნ, მათთვის ნაცნობის რეგიონებში მოსახლეობის პრობლემები.

„ჩვენ ყველა ის საკითხებს მოვაწესრიგებთ, რომლებიც მოსახლეობას  აწუხებს. ეს კი არა მხოლოდ ცვენი წინასაარჩევნო დაპირებაა არამედ, ეს იქნება ჩვენს მიერ დაწყებული საქმის  გაგრძელება, რომელსაც  არჩევნებსი გამარჯვების შემთხვევასი სევასრულებთ“, - განაცხადა ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა, ჯემჯა მებუკემ.

ქუთაისში, მერობის  კანდიდატისა და  რეგიონების გამგებლობის კანდიდატების წარდგენაზე,“ქართული ოცნების“  ადგილობრივ მხარდამჭერებთან  ერთად, რეგიონებიდან ჩამოსული ამომრჩევლებიც ესწრებოდნენ.(R)

 

 

ავტორი: ანა ჯანაშია თეკლე მორგოშია თემურ ჭეილიძე ზვიად კიკვიძე