პუტინმა გინება და უცენზურო სიტყვები კანონით აკრძალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცენზურო სიტყვებისა და გინების გამოყენებას კრძალავს: კინოში, ლიტერატურაში, ხელოვნებასა და მასმედიაში. დოკუმენტის ტექსტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
კანონის დარღვევისათვის მოქალაქეები 2-დან 2,5 ათასამდე დაჯარიმდებიან, იურუდიული პირისთვის კი ჯარიმა 40 -დან 50 ათას რუბლამდე იქნება. განმეორებითი დანაშაულის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
ასევე იკრძალება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებისა და წიგნების გაყიდვა, შეფუთვის გარეშე, რომელზეც იქნება გაფრთხილება, რომ ის უცენზურო სიტყვებს ან გინებას შეიცავს.
მომზადებულია rg.ru-ს მიხედვით
წყარო: "ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი