|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატი - ერთად დავუბრუნებთ სიცოხცხლეს ხარაგაულს

"ქართული ოცნების" ხარაგაულის გამგებლობის კანდიდადტმა, კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობას ხარაგაულის 20  სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

დაბა ხარაგაული-გივი თხელიძე, ბაზალეთი-ვარლამ ჭიპაშვილი, ბორითი-მანანა ბარბაქაძე, ვარძია-გივი ხიჯაკაძე, ვახანი-მერაბ ღონღაძე, ზვარე-ვლადიმერ ტალახაძე, კიცხი-უჩა ბერაძე, ლაშე-თემურ კალანდაძე, ლეღვანი-ინგა მაღრაძე, მოლითი-მერაბ ტალახაძე, ნადაბური-მიშა გელაშვილი, სარგვეში-დავით ლურსმანაშვილი, საღანძილე- დავით კიკნაძე, ფარცხნალი-ვლადიმერ ბუაჩიძე, ღორეშა-თემურ კუპრაძე, წიფა-ბესიკ ტალახაძე, წყალაფორეთი- ომარ გაგოშიძე, ხევი- გიორგი გრიგალაშვილი, ხიდარი- ნონა ზურაბიანი, ხუნევი-ლენა აბაშიძე,- აღნიშნულ ჩამონათვალში, "ქართული ოცნების" მიერ შერჩეული ის კანდიდატები არიან, რომლებიც 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ხარაგაულში მაჟორიტარობის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

როგორც "ქართული ოცნების"  ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატი, კობა ლურსმანაშვილი ამბობს, ხარაგაულის სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატობის კანდიდატებად ღირსეული ადამიანები შეირჩა და ისინი ერთად იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.

 "ჩვენ ერთად დავუბრუნებთ სიცოცხლეს ხარაგაულს და ხარაგაულის სოფლებს. ვპირდებით ამომრჩეველს, რომ ქართული ოცნების გუნდი მოსახლეობის გვერდით დადგება და მათი პრობლემებ ის მოგვარებისთვის იზრუნებს"- განმარტავს ლურსმანაშვილი.(R)

 

 

ავტორი: ანა ჯანაშია