მძიმე კაცი - ჩვენ ყველაფერს ფანტაზიებში, ზღაპრებში ვაკეთებთ სწორად
რომელი ქართული
ტრადიციაა, რომელიც უნდა მოიშალოს?
საქართველოში
დამკვიდრებული სტერეოტიპებიდან რომელს მიიჩნევს ყველაზე გამაღიზიანებად?
როგორი შეიძლება
იყოს სამოთხე? როგორი შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი?
რომელ კლასიკოსთან
ისურვებდა ნაცნობობას, რომელ პერსონაჟს დაუნიშნავდა პაემანს?
newpress.ge-ს კითხვებს პასუხობს გადაცემა "მძიმე
კაცთან" ავტორი და წამყვანი დავით კოვზირიძე.
- რისი ტრადიციის დამკვიდრებას ისურვებდით საქართველოში?
- ერთმანეთის პატივისცემის და შრომის.
- საქართველოში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც უნდა მოიშალოს?
- ქელეხი
-
- რელიგიური
ფანატიზმი
- სასკოლო საგანი და ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც სკოლაში ძალიან არ გიყვარდათ?
- გეომეტრია
და შუშანიკის წამება.
- ბავშვობის გმირები თუ გყავდათ და ზრდასრულობისას დიდი იმედგაცრუებები ამ გმირების მიმართ თუ განგიცდიათ?
- გმირები
არასდროს მყოლია.
-
- სწავლა,
სწავლა და სწავლა
- ფერი, ხმა, სუნი რომელიც გიზიდავთ და პოზიტიურად განგაწყობთ?
- ფერადი
გარემო, მუსიკის ხმა და ბევრნაირი სუნი, გააჩნია მდგომარეობას, მაგალითად, როცა მშიერი
ვარ, ჩაქაფულის სუნი ყველაზე სასიამოვნოა.
- არსებობს კლასიკურ-ეროვნული ტრიადები (ღვინო,დუდუკი, ქალები ან ენა, მამული,სარწმუნოება) თქვენ თუ გაგაჩნიათ თქვენი პირადი ტრიადა?
- ეს
ტრიადა გადაცემის ფონზეა დაწერილი.
- თქვენი აზრით სამოთხე როგორი შეიძლება იყოს? ჯოჯოხეთი?
- სამოთხეში
ალბათ ყველა კარგ ხასიათზეა და ჯოჯოხეთში ყველა ზუზუნებს გაუჩერებლად.
- რატომ ხდება რომ ადამიანი ვთქვათ „შინდლერის სიებზე“ მდუღარე ცრემლებს აფრქვევს, თუმცა სრულიად მარტივად ამართლებს რელიგიურ, სექსუალურ, ეთნიკურ უმცირესობებზე ძალადობას და ნაკლებად უჩუყდება ამაზე გული?
- იმიტომ
რომ შინდლერის სია ფილმია და დანარჩენი რაც ჩამოთვალეთ, რეალობა. ჩვენ ყველაფერს ფანტაზიებში, ზღაპრებში
ვაკეთებთ სწორად და როცა ამას პირისპირ ვაწყდებით, როცა საქმით უნდა დავამტკიცოთ ჩვენი მიმტევებლობა და
კაცთმოყვარეობა, სრულიად საწინააღმდეგოდ ვიქცევით.
- რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია გემოვნება და რამდენად დაობთ გემოვნებაზე?
- გემოვნება
ცოტა აბსტრაქტული ამბავია, ზოგისთვის რაც გემოვნებიანია, სხვისთვის უგემოვნოა და პრინციპში
დავაც სულ ამაზეა. თუმცა მე დიდ სიამოვნებას ვიღებ ყველაფრისგან, რაც ჩემს გემოვნებას
უხდება.
- კლასიკოსებიდან ვისთან ნაცნობობას ისურვებდით?
- მარკ
ტვენთან და ბულგაკოვთან.
- წიგნის ან ფილმის რომელ პერსონაჟ ქალთან ისურვებდით პაემანს?
- ჟანა
მოროს გმირს ფილმიდან ღამე.
-რომელია ის საკითხი, რომელზე პასუხებიც ყველა ადამიანისგან გაინტერესებთ და კითხვა რომელსაც ყველას უსვამთ?
- ყველასგან
მაინტერესებს პასუხები ისეთ თემებზე, რაზეც დადასტურებული პასუხები არ არსებობს და
ადამიანი ამაზე ყველაზე ბევრს ფიქრობს, მაგალითად ღმერთზე. ყველას ვუსვამ კითხვას
- როგორ ხართ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი