ვიცე-პრემიერმა სამტრედიაში "ქართული ოცნების" კანდიდატები წარადგინა
დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ "ქართულმა ოცნების" სამტრედიის გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.
როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატები სუფთა და ღირსეული წარსულის მქონე ადამიანები არიან.
"ქართული ოცნების" სამტრედიის გამგებლობის კანდიდატის, ვალერი ფოცხვერიას თქმით, 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი მთავარი პრიორიტეტი სამტრედიელ ხალხზე ზრუნვა იქნება. (R)
ავტორი: ანა ჯანაშია,თემურ ჭელიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა