|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვი სახელმწიფოსა და ქუჩის კანონების პირისპირ

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა. ამით მან კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იკისრა. იმ კონვენციის აღსრულება, რომლის მიხედვითაც "ბავშვს დაბადებისთანავე აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი, გვარი და მოქალაქეობა". "ასევე უფლება აქვს, იზრდებოდეს მშობლების გარემოცვაში". "სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეუქმნას მათ ოჯახური გარემო".  "ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის". "სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც მისთვის საზიანოა". საზიანო კი დღეს საქართველოში ბავშვებისთვის ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს - კანონით დაწყებული, არსებული რეალობით დასრულებული. იმ რეალობით, რომელიც გარკვეული კატეგორიის ბავშვებისთვის მომავალს ძალიან გაურკვეველს ხდის.


x x x


„რა­მო­დე­ნი­მე წლის წინ დავ­დე­ქი აღ­რიცხვა­ზე შვი­ლად აყვა­ნის თხოვ­ნით, მა­შინ რი­გით 1000-ზე ზე­მოთ ვი­რიცხებოდი. მითხრეს, რომ უნ­და დავ­ლო­დებოდი და რო­გორც კი ბავ­შვის აყვა­ნის შე­საძ­ლებლობა გაჩ­ნდებოდა თა­ვად შე­მატყობინებდნენ. რა­მო­დე­ნი­მე წე­ლი გა­ვი­და, მაგ­რამ ჯერჯერობით არა­ფე­რი ჩანს. სა­­გენ­ტო­ში ისიც თქვეს, რომ ყოველ­წლი­­რად  მხოლოდ 40-50 ბავ­შვის გაშ­ვი­ლება ხერხდება. მარ­ტი­ვი გათ­ვლით შვი­ლის აყვა­ნა ამ მდგო­მა­რეობით და წე­სების გათ­ვა­ლის­წი­ნებით დაახლოებით 20 წლის შემ­დეგ იქ­ნება ჩემ­თვის შე­საძ­ლებელი", - ამბობს ბავ­შვის აყვა­ნის მო­სურ­ნე ჩვე­ნი ერთ-ერ­თი რეს­პო­დენ­ტი (რეს­პო­დენ­ტების ინ­ტე­რე­სებიდან გა­მომ­დი­ნა­რე მათ ვი­ნაობას არ ვა­სახელებთ).

„სა­ერ­თოდ ვინც ბავ­შვის აყვა­ნის გა­დაწყვე­ტი­ლებას იღებს, მა­თი აბსო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სობა უკ­ვე შუახნის ასაკს გა­და­ცი­ლებული­ა, ამი­ტომ ხან­გრძლი­ვი ლო­დი­ნი ამ საქ­მეს კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებს. ჩემ­მა ახლობელ­მა გა­სულ წელს ბავ­შვი აიყვა­ნა, მაგ­რამ ამ ლო­დინ­ში უკ­ვე ორი ათ­წლე­­ლი იყო გა­სუ­ლი. ბავ­შვის აყვა­ნის მო­სურ­ნე ცოლ-ქმა­რი უკ­ვე ასა­კოვ­ნები იყვნენ. ­მი­ტომ სუ­ლაც არ მიკ­ვირს მა­ვა­ნი უკა­ნო­ნო გზებით რომ ცდი­ლობს ბავ­შვის აყვა­ნას ან ყიდ­ვას. ეს გზა გა­ცი­ლებით უფ­რო მარ­ტი­ვი­ა. მო­ლო­დი­ნის სა­ში­ნე­ლი წლებიდან მა­ინც ათა­ვი­სუფ­ლებს ადა­მი­ანს", - ამბობს ჩვე­ნი მე­­რე რეს­პო­დენ­ტი.

ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტების აზ­რით ამ გა­ჭი­­ნუ­რებების მი­ზე­ზი, სხვა ობიექ­ტურ თუ სუბიექ­ტურ მი­ზეზ­თა შო­რის არის კა­ნო­ნიც „შვი­ლად აყვა­ნი­სა და მინ­დობით აღ­ზრდის შე­სახებ" და კა­ნონ­ქვემ­დებარე ნორ­მა­ტი­­ლი აქ­ტები. ფაქ­ტები, რომ­ლებიც მა­თი გა­მარ­ტი­ვებისა და დახვე­წის მიუხედა­ვად მა­ინც ტო­ვებენ ისეთ ბზა­რებს, რომ­ლის ამოვ­სებას ბევ­რი ადა­მი­­ნის სი­ცოცხლის წლები და ფსი­ქი­კა ეწი­რება.

 

 

ბავ­შვი და სახელ­მწი­ფო


მხოლოდ იმ ფაქ­ტის აღი­­რება, რომ ბავ­შვები ცხოვ­რების ყვა­ვი­ლებია საკ­მა­რი­სი არ არის, რომ ხსე­ნებული ყვა­ვი­ლები სა­სურ­ველ გა­რე­მო­ში გა­­ზარ­დნონ. ამ ფაქტს სა­მარ­თლებრი­ვი გა­რან­ტიებიც ჭირ­დება. ეს სა­ჭი­როება კა­ცობრიობის მი­ერ გა­აზ­რებულია და გა­მოხატუ­ლია ბავ­შვის უფ­ლებათა ევ­რო­პუ­ლი, გა­­როს, ჰაა­გის კონ­ვე­ნციებში. ეს კა­ნო­ნები ბავ­შვის მშვი­დობია­ნი, სა­მარ­თლი­­ნი, მი­სი გან­ვი­თა­რებისა და აღ­ზრდის­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოს შექ­მნის­თვის სა­მარ­თლებრივ სა­ფუძ­ვლებს ქმნი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნები ვრცელ­დება ყვე­ლა ბავ­შვზე მა­თი ეროვ­ნების, რა­სი­სა და სტა­ტუ­სის მიუხედა­ვად.

თუმ­ცა ამ ბავ­შვთა შო­რის არის ისე­თი კა­ტე­გო­რი­აც, რომ­ლებიც გან­სა­კუთ­რებულ და­მო­კი­დებულებას სა­ჭი­როებენ. ამ გან­სა­კუთ­რებულ ანუ მზრუნ­ვე­ლობამოკ­ლებულ ბავ­შვთათ­ვის, სახელ­მწი­ფოს გან­სა­კუთ­რებული მიდ­გო­მები უნ­და გა­აჩ­ნდეს. პირ­ველ რიგ­ში ნება და სურ­ვი­ლი მა­თი დახმა­რებისა. ქარ­თულ­მა სახელ­მწი­ფომ ეს ნება 2005 წელს გა­მო­­ჩი­ნა. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობამ ევ­რო­სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის წი­ნა­შე კვე­რი და­უკ­რა ბავ­შვთა უფ­ლებების კონ­ვენ­ცი­ის მე-4 მუხლით და­კის­რებულ ვალ­დებულებებს და და­ამ­ტკი­ცა ბავ­შვთა დაც­ვი­სა და დე­ინ­სტი­ტუ­ცი­­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

 

ბავ­შვი და დე­ინ­სტი­ტუ­ცი­­ნა­ლი­ზა­ცია


სად­ღე­­სოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში სახელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა, იქით არის მი­მარ­თუ­ლი, რომ ბავ­შვი გა­­ზარ­დოს მი­სი სრუ­ლი გან­ვი­თა­რების­თვის აუ­ცი­ლებელ გა­რე­მო­ში, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე სა­­კე­თე­სოს სწო­რედ ოჯახი წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა არის ბავ­შვთა არც თუ მცი­რე კა­ტე­გო­რი­ა, რო­­ლებიც ამ შე­საძ­ლებლობებს მოკ­ლებულ­ნი არი­ან. დე­ინ­სტი­ტუ­ცი­­ნა­ლი­ზა­ცი­ამ ეს და­ნა­კარ­გები უნ­და შე­ავ­სოს, წერ­ტი­ლი და­უს­ვას დი­დი ინ­სტი­ტუ­ციების ანუ ბავ­შვთა „ყაზარ­მუ­ლი" ტი­პის სახლების ხანას და უპი­რა­ტე­სობა რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მინ­დობით აღ­ზრდას, საოჯახო ტი­პის ბავ­შვთა სახლებს, დღის ცენ­ტრებს მი­­ნი­ჭოს. თუმ­ცა ამ პრი­­რი­ტეტ­თა შო­რის პრი­­რი­ტე­ტუ­ლი ბავ­შვის ბიო­ლო­გი­ურ ოჯახში დაბრუ­ნება და მი­სი „შვი­ლის სტა­ტუ­სით" ცხოვ­რებაა. ეს პრი­­რი­ტე­ტები აი­სახა კა­ნონ­შიც, რა­მაც გა­­მარ­ტი­ვა ბავ­შვის ოჯახურ პი­რობებში აღ­ზრდის შე­საძ­ლებლობა, მათ შო­რის გაშ­ვი­ლების პრო­ცე­სი. „რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო გახდა ბავ­შვთა უფ­ლებების კონ­ვენ­ცი­ის ერთ-ერ­თი ხელ­მომ­წე­რი ქვეყანა ფაქ­ტობრი­ვად მა­შინ და­იწყო მუ­შაობა იქით

ავტორი: ეკა კუხალაშვილი