|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალი აღიქმება საკუთრებად, რომელსაც საკუთარი ნება არ გააჩნია- დისკუსია ქუთაისში

რატომ კლავენ ქალებს?- ეს საკითხი Izone-ის დისკუსიების მორიგ თემას წარმოადგენდა ქუთაისში.აღნიშნულ საკითხზე პასუხების მოძიებას მომხსენებლები მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილ,ეკონომისტი ნიკა ქობულაძე (ნიკუშა მარქსი)  და გენდერის მკვლევარი მაია ბარქაია, ასევე დისკუსიის მონაწილეები, შეეცადნენ.

როგორც ცნობილია სამ თვეში ცამეტი ქალის მკვლელობა მოხდა საქართველოში. მიზეზთა სიაში პატრიარქალური სისტემა დასახელდა, რომელიც მამაკაცურობის, მასკულინობის ჰეგემონიას ამკვიდრებს. მომხსენებელთა თქმით, ამ სისტემაში ქალი აღიქმება როგორც საკუთრება რომელსაც საკუთარი ნება არ გააჩნია. ამ სისტემაში ძალადობა იქცევა მექანიზმად, რომელიც ქალს აკონტროლებს და მუდმივად ახსენებს საკუთარ ადგილს.

„პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცი უნდა შეესაბამებოდეს ამ ნორმებს და მუდმივად უნდა ამტკიცოს საკუთარი მამაკაცურობა. მართალია ყველა მამაკაცი არაა მოძალადე, მაგრამ მასკულინობის ჰეგემონიით ყველა კაცი სარგებლობს", -აღნიშნა მაია ბარქაიამ.

ქალზე ძალადობა სხვადასხვა ფორმით გამოიხატებდა ყველა დროში და ყველა ქვეყანაში, ცხადი თუ ფარული ფორმებით, სხვადახვა მექანიზმებით და ამა თუ იმ მიზეზით, აღინიშნა შეხვედრაზე. ანა კორძაია სამადაშვილმა გაიხსენა 1486 წელს გამოცემული წიგნი "კუდიანების ჩაქუჩი" რომელიც წარმოადგენდა  ტრაქტატს  და ერთგვარ განმარტებას თუ როგორ ამოიცნობდა ინკვიზიცია კუდიანებს. წიგნის მიხედვით  „ კუდიანები არიან ქალები ან ძალიან ლამაზები,ან  ძალიან მახინჯები, ქალები რომლებიც არაფრით გამოირჩევიან. ასევე ძალიან მოხუცი ქალები (თუ არა კუდიანობა როგორ მოახერხა და ამ ასაკს მიაღწია). კუდიანებად ითვლებოდნენ ძალიან გამხდარი ქალები, ჟღალთმიანები,ასევე  ქალი რომელიც მაშინ აღმოჩნდა მინდორში როცა ჭექა-ქუხილი იყო, ასევე ქალი რომლის ქმარი უგუნებოდაა და ა.შ.ამ სიაში ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება მოხვდეს და ეს დახასიათება რომელიმე მაინც შეგვეხება. ეს წარმოუდგენელი ბრალდებები შეეხო ბევრ ქალს იმ პერიოდში და შესაბამისად  30 ათასი ქალი დაწვეს კუდიანობის ბრალდებით", - აღნიშნა ანა კორძაია- სამადაშვილმა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ „კუდიანების დევნა“  გრძელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ამ დევნისა და ძალადობის გამართლება სხვადასხვა მორალურ- რელიგიური მოტივებით ხორციელდება,  გარკვეული„ გაპრავების“ მცდელობა ქალზე ძალადობის ყოველ ასეთ შემთხვევას მოყვება საქართველოშიც. ამიტომ უცილებელია  ფემიციდის კვლევა და მასთან ბრძლა გაგრძელდეს, რადგან, როგორც შეხვედრაზე ითქვა საქართველოში მანამ საუბრობენ პრობლემებზე სანამ აქტუალურია, მერე კი ივიწყებენ.

"სახელმწიფო სხვადასხვა პრობლემებზე საუბარს მაშინ იწყებს, როცა მედია ააქტიურებს რაიმე თემას, თუმცა იგივე მედიამ შესაძლებელია მალევე მიივიწყოს, რადგან სხვა პრობლემამ გადაფაროს", - აღნიშნა ნიკუშა მარქსმა.  საქართველოში პრობლემაზე ბოლომდე მიდევნება არ ხდება, ამიტომ რადგან ხმაური  ჯერ ისევ გრძელდება რაც შეიძლება ბევრი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, ითქვა შეხვედრაზე.

დისკუსიის ბოლოს ყველა მონაწილე მიი ახალ თარგმან გაი სთენდინგი - პრეკარიატი (წიგნიდან "პრეკარიატი-ახალი საშიში კლასი").


ავტორი: ეკა კუხალაშვილი