|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ენაზე ლაპარაკობდა ქრისტე? - რომის პაპი და ისრაელის პრემიერი შეკამათდნენ

ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს  აზრით იესო ქრისტე ებრაულად ლაპარაკობდა. მის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება  პაპი ფრანცისკი. იგი უსწორებს ნეთანიაჰუს და განუმარტავს, რომ ქრისტე არამეულად მეტყველებდა, წერს 

 La Repubblica

იესო ებრაელი იყო  და როგორც მეცნიერები ამბობენ დიდი ალბათობაა იმისა, რომ მას თავისი რეგიონის დიალექტზე ელაპარაკა , სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ  გალილეურ არამეულ ენაზე. ამასთან ერთად, როგორც სახარებაში წერია, ის სინაგოგებში დადიოდა და შეეძლო ბიბლიური ტექსტების კითხვა ანუ იცოდა ივრითი, რომელზეც იყო ბიბლია დაწერილი.თუმცა რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული იმ პერიოდში ივრითი  ამ დრომდე მეცნიერების დისკუსიების საგანს წარმოადგენს.ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ეს იყო სალაპარაკო ენა, სხვები ფიქრობენ, რომ იმ პერიოდში მან შეწყვიტა სალაპარაკო ენად არსებობა.

ყურადღებას იმსახურებს გარკვეული ელინიზაციის პროცესი ახლო აღმოსავლეთსა  და თვით გალილეის მხარეშიც.  თუმცა რამოდენიმე ეპიზოდის გათვალისწინებით,  რომლებიც სახარების სხვადასხვა ვარიანტებშია ნაჩვენები, იესო სალაპარაკო ენად ყოველდღიურ საუბრებში  იყენებდა არა ებრაულს, არამედ გალილეურ არამეულს, აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: La Repubblica



ავტორი: ნიუპრესი