|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადამიანები სახლში მეტ სტრესს განიცდიან, ვიდრე სამსახურში

1997 წელს სოციოლოგმა არლი ჰოჰშილდმა შეარყია ტრადიციული შეხედულებები  ოჯახურ ცხოვრებაზე, განაცხადა რა, რომ ბევრი მშობლისთვის  სამუშაო ადგილი მეთად გავს მშობლიურ სახლს, ვიდრე მშობლიური სახლი, სადაც უკმაყოფილო ბავშვებისა და ბრაზიანი ქმრების, უსასრულო სამქმეების, სტერისისა და ქაოსის გარემოცვაში თავს გრძნობენ როგორც მძიმე სამუშაოზე.  დღეს ჰოჰლიშის სიმართლე სხვა მეცნიერებმაც დაამტკიცეს წერს  The Washington Post.

კვლევის პროცესში,  რომლის რეზულტატები ახლახანს გამოქვეყნდა Journal of Science and Medecine-ში, მკვლევარებმა ზუსტად გაზომეს  სტრესის ჰორმონის კორტიზოლის რაოდენობა  სხვადასხვა დასაქმებულ ადამიანში  დღის განმავლობაში. შედეგებმა აჩვენეს განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის.

" ჩვენ აღმოვაჩინეთ მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება, - ამბობს სარა დამასკი, კვლევის ერთ -ერთი თანაავტორი, -  ქალები სამსახურში გაცილებით ბედნიერებად გრძნობენ თავს , ვიდრე სახლში. ხოლო მამაკაცები ცოტათი უკეთესად გრძნობენ თავს სახლში, ვიდრე სამსახურში".

ბევრი ადამიანი სამსახურს სტრესის წყაროს უწოდებს  თავის ცხოვრებაში. თუმცა მეცნიერულმა კვლევამ სხვა შედეგი აჩვენა.  ცდაში მონაწილე ადამაინები  დღეში ხუთჯერ აბარებდნენ ნერწყვს, რომ მეცნიერებს შეემოწმებინათ კორტიზოლის დონე მათ ორგანიზმში. ასევე ატარებდნენ სპეციალურ მოწყობილობას, რომ მეცნიერებისთვის ეცნობებინათ საკუთარი განწყობის შესახებ. კვლევამ დაადასტურა ადრინდელი დასკვნები: აღმოჩნდა, რომ დასაქმებული ადამიანი უფრო ჯანმრთელია, ვიდრე დაუსაქმებელი. 

წყარო:

ავტორი: ნიუპრესი