ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მერიამ 94 ათასი ლარით დააფინანსა
ქუთაისში,
მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის”-
KEMF 2014 ორგანიზატორებმა შეხვედრა გამართეს. მათ
კდიევ ერთხელ დააანონსეს ფესტივალის შესახებ და სხვადასხვა დეტალებზე გაავრცელეს
ინფორმაცია.
როგოც
ცნობილია,ვარციხის სამთავრობო რეზიდენციის - “ანანოვების სასახლის”ტერიტორიაზე 7-8 ივნისს, ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი”- KEMF 2014 ჩატარდება.
ორგანიზატორთა
თქმით ფესტივალზე მოხვედრა 1 საათიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა ძირითადი ნაწილი
3 საათზე დაიწყება და დ გაგრძელდება დილის 7 საათამდე. ფგეტივალზე ნებისმიერი ასაკის
ადამიანებს შეეძლებათ მოხვედრა. აკძალვა შეეხება
მხოლოდ ცივ და ცხელ იარაღს და
მინის ნივთებს, მატ შორის სუნამოებს.
„ელექტრონული
მუსიკის ფესტივალების ნაკლებობას განიცდის
საქართველო, მსგავსი ფესტივალი პირველად ტარდება ქუთაისში და იმედი გვაქვს რომ თავისი
გაგრძელება ექნება მომავალ წლებშიც“,- განაცხადა ზვიად გელბახიანმა “INPUTდა MILKY WAY-ს წარმომადგენელმა.
ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ორგანიზებას სტუდია „MILKY WAY“ და ივენთ მენეჯმენტ კომპანია “INPUT” უწევენ და მასში მონაწილეობას იღებენ ელექტრონული მუსიკის გერმანელი, ინგლისელი და ქართველი არტისტები: FUNCTION, TOBIAS, 3SULI,
VONDELPARK, SLOW HANDS, GACHA, COBERT, ZURKIN, RHYTHMONA, ასევე
ქუთაისელი მუსიკოსები WALLD, ZAPA.
ფესტივალის მთავარი ორგანიზატორს
და ფინანსურ მხარდამჭერს ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური წარმოადგენს.
ორგანიზატორების აზრით, ფესტივალი ხელს შეუწყობს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციას რეგიონალური მასშტაბით.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
მერიამ აღნიშნული ღონისძიება 94 ათასი ლარით დააფინანსა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი