ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა კლუბი იფუნქციონირებს
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა კლუბი იფუნქციონირებს.აღნიშნულ კლუბში მსურველებს იუმორისტული სკეტჩების დადგმასა და სცენარების წერას ასწავლიან. კლუბის მენტორი იუმორისტი ნიკა ქავთარაძე იქნება. თუმცა მანამდე ნიკა ქავთარაძე ახალგაზრდულ ცენტრში გამართული "მან სან კანის" ფინალური შეხვედრის ჟიურის თავმჯდომარე იყო,რომლის ჟიურის წევრებს ადგილობრივი და მოწვეული სტურმები წარმოადგენდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის 5 სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა გახდა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა