ინდოეთის მინისტრი გაუპატიურებას ამართლებს
ინდოეთის შტატის მადჰა-პრადეშის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაბულარ გაურმა გაამართლა სექსუალური ძალადობა ქალებზე, წერს Der Spiegel. გაუპატიურება, მისი სიტყვებით, ეს სოციალური დანაშაულია „რომელიც დამოკიდებულია როგორც ქალზე, ისე კაცზე. ის ზოგჯერ გამართლებულია, ზოგჯერ არა“.
ამ სკანდალური განცხადების შემდეგ მისგან დისტანცირდა ინდოეთის
სახალხო პარტია,რომლის წევრიცაა გაური, როგორც პრეს- ცენტრში განაცხადეს პარტია არ
იზიარებს მინისტრის მოსაზრებას.
როგორც Der Spiegel, ამბობს ბოლო პერიოდში ინდოეთი
წალეკა გაუპატიურებებმა და ქალის დისკრიმინაციის ფაქტებმა. გაზეთი იხსენებს შემზარავ
ფაქტს 12 და 14 წლის გოგონების
გაუპატიურებას და მკვლელობას.
უფლებადამცველთა აზრით პოლიცია არ ეპყრობა ამ საკითხს მთელი
სერიოზულობით და არ ცდილობს ამ საქმეების გახსნას. მარტო ოფიციალური მონაცემებით ინდოეთში
ყოველ 22 წუთში ხდება გაუპატიურება. უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ
სინამდვილეში მათი რიცხვი მეტია რადგან ბევრი მსხვერპლი ვერ ბედავს განაცხადოს ძალადობის
შესახებ, წერს გამოცემა.
წყარო: Der Spiegel
ავტორი: ნიუპრესი