გარდამავალ პერიოდი ნიკეას ნაგავსაყრელიდან - ქუთაისში ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელის მოლოდინში
გადასწორებული ნარჩენები, მიწით დაფარული ტერიტორია, მდინარე რიონის პირას გაკეთებული დამცავი ჯებირი, გაწმენდილი არხი და გასუფთავებული გარე ტერიტორია - ეს არასრული ჩამონათვალია ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელთან მიმართებაში
იმ შესრულებული სამუშაოების, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე
თვის
წინ საზოგადოებისათვის დაპირებებად
ჟღერდა.
რა
გაკეთდა
გაცემული
დაპირებებიდან
და
როგორ
მივიდა
ქუთაისის
ნაგავსაყრელი
უკანონო
პოლიგონიდან
გარდამავალ
პერიოდამდე? ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვისა და ახლის მშენებლობისთვის მიმდინარე
სამუშაოების
ფონზე, როგორც ირკვევა, დამატებითი შეკითხვები კვლავ არსებობს.
***
ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელზე ამ დროისთვის შპს „კალასი“ 1 მილიონი ლარის სამუშაოებს ახორციელებს. „კალასი“„საქართველოს
მყარი
ნარჩენების
მართვის
კომპანიის“
მიერ
გამოცხადებულ
ტენდერში
გამარჯვებული
ფირმაა. ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისა და ნიკეას
ნაგავსაყრელის
დახურვის
პროექტის განმხორციელებელი სწორედ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კოპანიაა“. პროექტს გერმანიიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი
(KfW)
აფინანსებს.
ქუთაისში,
ნიკეას
ნაგავსაყრელის
დახურვისა
და
ახალი
ევროპული
ტიპის
სანიტარული
ნაგავსაყრელის მოსაწყობად, საქართველოსთვის გერმანულმა მხარემ
20 მილიონი
ევროს ოდენობის
შეღავათიანი
ფინანსური
რესურსი
გამოჰყო.
დამატებით
2 მილიონის
ოდენობით
გრანტი
საქართველომ
ევროკავშირისგან
მიიღო.
შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები
მყარი ნარჩენების მართვის
კომპანიაში განმარტავენ,
რომ ნიკეას
ნაგავსაყრელზე სამუშაოები
პროექტის გეგმის მიხედვით ხორციელდება.
ნიკეას ნაგავსაყრელზე ამ დრომდე
არსებული
ნარჩენების
გორები
დაყვანილი
იქნა
გარკვეულ
ნიშნულამდე,
რომელიც
უკვე
გასწორებულია
და
მისი
მიწით
დაფარვა
მიმდინარეობს.
გარდა
ამისა,
როგორც
კომპანიაში
აცხადებენ,
კეთდება
ე.წ ტერასები
და
ღია
ნარჩენი
ერთი
თვის
შემდეგ
ნიკეას
ნაგავსაყრელზე
აღარ
იქნება.
„აალებაზე და წვაზე ზედემტია საუბარია,“ - აცხადებს „საქართველოს
მყანი
ნარჩენების
მართვის
კომპანიის“
რეგიონალური
მართვის
დეპარტამენტის
დასავლეთ
საქართველოს
უფროსი
კოორდინატორი,
გაბრიელ
კვირიკაშვილი.
მისი
თქმით,
ნაგავსაყრელის ტეირტორიაზე აღმოფხვრილი იქნა კიდე ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც მაღალი ძაბვის ელქტროსადენის ბოძის დასუფთავებას
ითვალისწინებს.
„ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ნაგავსაყრელზე გადის მაღალი
ძაბვის
ელექტროსადენების
ბოძები,
რომლებიც,
იმ
დროისთვის,
როცა
ნაგავსაყრელი
სამართავად
„საქართველოს
მყარი
ნარჩენების
მართვის
კომპანიას“
გადაეცა,
10 მეტრ
სიმაღლემდე
ნაგვით
იყო
დაფარული.
ნაგავსაყრელის
მართვის
პროექტი,
პირველ
ყოვლისა,
ამ
ელექტროსადენების
პერიმეტრის
გასუფთავებას
ითვალისწინებდა.
განხორიცლებული
სამუშოების
შედეგად,
პრობლემა აღმოფხვრილი იქნა,“ - აცხადებენ
კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის
უკვე
გაწმენდილია
ის
არხიც,
რომელიც
ნაგავსაყრელის
ტერიტორიაზე გადის და რომელსაც მოსახლეობას სარწყავი სისტემა აქვს მიერთებული. დაბინძურებული არხი კი მოსახლეობას
ჯამრთელობის პრობლემებს უქმნიდა, ისევე, როგორც მთლიანად ნაგავსაყრელი. ასევე, მოხდა, ნიკეას ნაგავსაყრელის გარე ტერიტორიის
დასუფთავება,
რომელიც
მყანი
ნარჩენების
მართვის
კომპანიის
მიერ
გაცემულ
ერთ-ერთ დაპირებას
შეადგენდა.
„გარდა ამის, შემოიღობება ნაგავსაყრელის ტერიტორია, აღნიშნული
სამუშაოებიც
დაწყებულია,
აგრეთვე შემოვიტანთ მძიმე ტექნიკას, რომელიც მოემსახურება ნიკეას ნაგავსაყრელს, რათა მოხდეს
ნარჩენის
დატკეპვნა, დამუშავება და მიწით გადაფარვა. ასევე,
მიმდინარეობს
მძიმეწონიანი
მანქანის
სასწორის
საძირკველის
დამონტაჯება,
რომ
განვახორციელოთ
ზუსტი
ტონაჟობა,
რა
რადენობის
ნაჩენი
შემოვა
ნაგავსაყრელზე.
გარდა
ამისა, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე განთავსდა
სადარაჯო
ჯიხური,
მოეწყო
მანქანა-მექანიზმების
ფარდული;
მოეწყო
შიდა
მიმოსვლის
გზები.
ამ
ეტაპზე
კეთდება
უჯრედების
ფორმირება, რომელიც
გადაიფარება
მიწის
საიზოლიაციო
ფენით“,“
- განმარტავენ
მყარი
ნარჩენების
მართვის
კომპანიაში.
ადგილობრივი მოსახლოება აცხადებს, რომ მათთვის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მიმდინარე
სამუშაოების დეტალები უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ბოლო თვეების განამავლობაში სუნი და მტვერი
ნაკლებად აწუხებთ.
„ვიცით, რომ დაიწყეს სამუშაოები. კონკრეტულად რა კეთდება, არ მაქვს ინფორმაცია.
მაგრამ
ადრე
არსებული
საშინელი
სუნი
აღარ
გვაწუხებს.
იმედი
გავაქს,
რომ
ნაგავსაყრელის პრობლემა ბოლომდე მოგვარდება,“ - აცხადებს ნიკაზე მცხოვრები, მერაბ სანოძე.
გაბრიელ კვირიკაშვილი განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები გარდამავალი პერიოდია, ქუთაისში ახალი, ევროპული ტიპის ნაგავსაყრელის მოსაწყობად და ნიკეას
ნაგავსაყრელის,
ასევე,
ევროსტანადარტებით
დასახურად.
მანამდე, მყანი ნარჩენების მართვის კომპანია,
მდინარე
რიონის
ნაპირსამაგრ
სამუშაოებს ახორციელებს, რადგან ნიკეას
ნაგავსაყრელის
არსებეობიდან
დღემდე მდინარეს დაახლოებით 50-70-მეტრამდე ნაგავსაყრელის ტერიტორია ჰქონდა
მიტაცებული.
ამ დროისთვის ნაპისამაგრი
სამუშოების
70 % შესრულებულია.
„შედეგად, ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის
ყველა
სტანდარტს
დააკმაყოფილებს
და
ადგილობრივი
მცხოვრებლები
საყოფაცხოვრებო
ნარჩენებით
გამოწვეული
საფრთხეებისგან
დაცულები
იქნებიან,“
- აცხადებენ
მყარი
ნარჩენების
მართვის
კომპანიაში.
რადიაციულ ფონზე გაჩენილი კითხვის ნიშნები
რამდენად უსაფრთხოა დღესღეობით
გარემოსა
და
საზოგადოებისთვის
ნიკეას
ნაგავსაყრელი? - როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე სამუშაოების ფონზე, დამატებითი შეკითხვები სწორედ
ნიკეას
ნაგავსაყრელის უსაფრთხოებასთნ მიმართებაში გაჩნდა, თუმცა ეს კითხვები
დიდი ხნის წინ უნდა გაჩენილიყო და საკმაოდ მკაცრად, როდესაც მეტად სავალალო მდგომარეობა
იყო არსებულ ტერიტორიაზე. მანამდე, სანამ საქართველოს მყანი ნარჩენების მართვის კომპანია დაიწყებდა სამუშაოებს.
შეკითხვები გაააქტიურა არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მხარის მეცნიერეთა კავშირის
„სპექტრის“
მიერ
2011 წელს
ნაგავსაყრელზე
გაკეთებული
მიწის
ერთჯერადი ანალიზის შედეგებმა, რომლის მიხედვით ნიადაგში
სტრონციუმი
აღმოჩნდა. სწორედ აღნიშნული ინფორმაცია გახდა საფუძველი გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე
რადიაციული
ფონი
გამოეკვლიათ. სამინისტრომ
მიმდინარე
წლის მაისში ქუთაისში რადიაციული განყოფილებიდან სპეციალური ჯგუფი
გამოგზავნა,
რომელთაც
აპარატურით
ჩატარებული
ჰაერის გამოკვლევის გარდა, მიწის სინჯებიც აიღეს.
რა შედგები აჩვენა სინჯებმა, გარემოს დაცვის სამინსიტროდან, გაგზავნილი შეკითხვების
მიუხედავდ,
პასუხი
ამ
დრომდე
არ
მიგვიღია.
სამაგიეროდ, „საქართველოს მყანი ნარჩენების მართვის კომპანიის“ რეგიონალური მართვის დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს
უფროსი
კოორდინატორის,
გაბრიელ
კვირიკაშვილის ინფორმაციით,
პირველადი მოკვლევით
რადიაციული ფონი
ნაგავსაყრელზე არ
არსებობს, თუმცა
აღნიშნულის
თაობაზე წერილობითი პასუხი
და სინჯების დასკვნა არავინ მოგვაწოდა.
„ჩემი ინფორმაციით, პირველადი მოკვლევით
დადგინდა, რომ არავითარი
რადიაციული
დონე
და
ფონი
არ
არსებობს. დასაშვებ ზომაზე ზემოთ არ წასულა მონაცემები. ამიტომ, ტერიტორია
უსაფრთხოა
მთლიანად. მიწის სინჯებიც არის აღებული,
რომელსაც
ჭირდება
30 სამუშაო დღე და ამის შემდეგ იქნება ეს პასუხები ოფიციალურად. აპარატურით ჩატარებული
გამოკვლევის
შედეგებით კი, წინასწარ შეგვიძლია
განვაცხადოთ,
რომ
არავითარი
საშიშორება და საფრთხე
არ
არსებობს,“
-ამბობს
გაბრიელ
კვირიკაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მხარის მეცნიერეთა კავშირი „სპექტრში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ 2011 წელს
ქუთაისის ნაგავსაყრელზე ჩატარებული მიწის ანალიზი
იყო ერთჯერადი და ის არ ატარებდა სამეცნიერო კვლევით ხასიათს.
„ეს იყო ერთჯერადი ანალიზი და არ შეიძლება ერთჯერადი ანალიზის შედეგის საფუძველზე ვიმსჯელოთ რადიაციული
ფონის
სიდიდის შესახებ.
თავად სტრონციუმს რამდენიმე იზოტოპი გააჩნია. ყველა იზოტოპი არ არის რადიოაქტიული. ნიმუშში
აღმოჩენილი სტრონიცუმი არის თუ არა რადიოაქტიული, ამაზე კვლევა არ გაკეთებულა. ამიტომ, საბოლოო ანგარიშში დასკვნა,
რომ ამის საფუძველზე რადიაციული ფონი მომატებულია ნაგავსაყრელზე, არ გაგვიკეთებია.
გარდა ამისა, სწორედ მაშინ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას არსებული ნაგავსაყრელის დახურვის შესახებ, ამიტომ ჩვენი პროექტის განხორციელება შეწყდა.
როგორც წესი, ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის შემუშავების პროცესში უნდა მოხდეს ნიადაგის შესწავლა და შესაბამისი ანალიზებიც უნდა იყოს ჩატარებული. უნდა მოხდეს გამოკვლევა, არსებობს თუ არა გაზების წარმოქმნის საშიშროება, ყველა კომპონენტი უნდა იყოს შესწავლილი. ვიდრე არ იქნება ჩაატარებული შესაბამისი გამოკვლევა, ისე ვერ დახურავენ ნაგავსაყრელს. ეს ინფორმაცია ჩვენც გვაინტერესებს,
მაგრამ ვერ მივაგენით. რაც მოგვაწოდეს და რაც ვებ-გვერდზე უდევთ, ამ ინფორმაციის მეტი, ჩვენთვის უცნობია,“
- აცხადებს „სპექტრი"-ს გამგეობის თავმჯდომარე ქეთევან ცხაკაია.
მყანი ნარჩენების მართვის კომპანიში განმარტავენ,
რომ
მსგავსი
კვლევა
ამ
დრომდე
არ
ჩატარებულა.
„ვიდრე
ნაგავასყრელზე
გარკვეულ
დონემდე
არ
დავიდოდით,
ფიზიკურად
ვერ
მოხდებოდა.
ახლა
ველოდებით სინჯების
პასუხებს,
შემდეგ
ჩვენი
მხრიდან
იგეგმება
მსგავსი
კვლევის
ჩატარება,“ - აცხადებს გაბრიელ კვირიკაშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ სინჯების აღება მხოლოდ მის მერე მოხდა როდესაც საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით სოციალურ ვიდეო რგოლში გაჟღერდა ამის შესახებ, რაც თავის მხრივ ორგანიზაცია “სპექტრის” ინფორმაციას ეფუძნებოდა თუნდაც, მეცნიერულად გამოუკვლეველს. უნდა აღინიშნოს რომ ვიდეო რგოლი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე რამოდენიმე დღეში გაჩერდა და მიუხედავად იმისა რომ რადიაციის ნაწილი დიდი ხანია სოციალური რგოლიდან ამოღებულია (თუმცა ამის ოფოციალურად არსებული დამადასტურებელი საბუთი ჯერ არ არსებობს), საზოგადოებრივი მაუწყებელის სარეკლამო სამსახურის წარმომადგენელი ვახტანგ ვარდოსანიძე აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ სამინისტროს ნებართვით აღადგენენ მას საკუთარ ეთერში.
“ვიდეო
რგოლი ასახავს ნიკეაზე არსებულ დღევანდელობას და პოზიტიურ მომავალს ახალ ნაგავსაყრელთან
მიმართებაში. მისი მიზანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ რა
სამუშაოები ტარდება და რა უნდა ჩატარდეს მომავალში, რადგან
იყოს მათი მზაობა ამისთვის. ვიდეო რგოლი ატარებს სოციალურ შინაარსს და მას დევიზად; გარემოს დაცვა
და მომავლის გადარჩენა უდევს,“
აცხადებს
პროექტის “ნაგავთან მებძოლნი - შენი უფლებაა იცოდე” კოორდინატორი, თამარ
ბოკუჩავა. არსებული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსიტუტუსა
და USAID საგრანტო პროგრამის ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ფარგლებში.
ახალი ნაგავსაყრელი და მოლოდინები
აღნიშნული მონაცემების გაცნობის გარდა, საზოგადოება და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისში
ახალი
ნაგავსაყრელის
მშენებლობის
შესახებ
მეტ
ინფორმაციას
ითხოვენ.
ახალი ნაგავსაყრელი, რომელიც ქუთაისში ე. წ ქვაშავას ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს,
იმერეთის რეგიონს, რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს მომემსახურება. 2016 წელს, მშენებლობის
დასრულების
შემდეგ
ის
იქნება
20 ჰა.
ზე
გაშლილი
ინფრასტრუქტურა.
თავის
გადამამუშავებელი
საწარმოთი
და
ყველა სტანდარტთან შესაბამისობაში მოწყობილი.
ეს არის ინფორმაცია რომელზედაც
მყანი
ნარჩენების
კომპანიაში საუბრობენ, შესაბიმისი ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერზედაც დევს. იქვე აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა ტქნიკურ-ეკონომიკური
კვლევა. სწორედ
ამ
კვლევის
საფუძველზე
უნდა
მომზადდეს
გარემოზე
ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. თუმცა უკვე ჩატარებული ტენიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგების ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
ინფორმაციის ნაკლებობაზე
საუბრობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი, ქეთი გუჯარაიძე.
მისი თქმით, ქუთაისში მოქმედი ნაგავსაყრელის დახურვისა და ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის
პროექტის შესახებ მცირე ინფორმაცია ხელმისაწვდომია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის
ვებ-გვერდზე, ასევე პერიოდულად პროექტი შუქდება მედია-საშუალებებში. „თუმცა, ამ გზით
მიღებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის საზოგადოების, განსაკუთრებით
თავად პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინფორმირებისთვის. საზოგადოებამ
უნდა იცოდეს, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები გატარდება იმისათვის, რომ მოქმედი ნაგავსაყრელი
სათანადოდ დაიხუროს და ის მომავალში აღარ წარმოადგენდეს გარემოს დაბინძურების წყაროს.
საზოგადოება, ასევე, უნდა დარწმუნდეს, რომ შესწავლილი იყო ახალი ნაგავსაყრელის სავარაუდო
ადგილმდებარეობებიდან ყველა განხორციელებადი და მათგან შერჩეულ იქნა საუკეთესო,“ -
აცხადებს გუჯარაიძე.
„მწვანე ალტრანატივას“ ანალიტიკოსი საქართველოს კანონმდებლობაზეც
ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს გარემოსთან
დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის პროაქტიულად, მოთხოვნის გარეშე გამოქვეყნებას, ნაწილი კი, შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების
წარმომადგენელთა მოთხოვნის საპასუხოდ.
გუჯარაიძის თქმით, ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის
შემთხვევაში, კანონმდებლობა არ მოითხოვს, პროექტის ინიციატორმა პროაქტიულად გამოაქვეყნოს
ინფორმაცია ან კონსულტაცია გაწიოს საზოგადოებასთან ნაგავსაყრელის დახურვის პროექტთან
დაკავშირებით. „უფრო მეტიც, სამწუხაროდ, არ არსებობს ნაგავსაყრელების დახურვის სახელმძღვანელო
ტექნიკური რეგლამენტი, წესები. რა თქმა უნდა, კარგი პრაქტიკა იქნებოდა, რომ მყარი ნარჩენების
მართვის კომპანიას, ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან ერთად, ღია გაეხადათ ნაგავსაყრელის
დახურვის პროექტი და მიზანმიმართული კონსულტაციები ჩაეტარებინათ საზოგადოების ჯგუფებთან,“
- განმარტავს ქეთი გუჯარაიძე.
რაც შეეხება ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტს,
„მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსის თქმით, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ითხოვს, გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის სანებართვო დოკუმენტის მოსაპოვებლად
მიმართვამდე, პროექტის ინიციატორმა ხელმისაწვდომი გახადოს პროქტის „გარემოზე ზემოქმედების
შეფასების“ ანგარიში და მიიღოს მოსაზრებები საზოგადოებისგან.
„საქმე იმაშია, რომ როგორც წესი, კანონმდებლობის ამ
მოთხოვნას პროექტის ინიციატორები ასრულებენ სანებართვო დოკუმენტის მოსაპოვებლად სამინისტროსთვის
მიმართვამდე მცირე ხნით ადრე (და არა დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე); ანუ მაშინ, როდესაც
პროექტის ინიციატორს, ფაქტიურად, ყველაფერი, პროექტის დიზაინის ყველა დეტალი, გადაწყვეტილი
აქვს, მათ შორის ისიც, თუ სად განათავსებს ნაგავსაყრელს. ასეთ დროს საზოგადოებასთან
კონსულტაციიდან მიღებული სარგებელი მცირეა და შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც,“ - აცხადებს
ქეთი გუჯარაიძე.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართის კომპანიაში განმარტავენ,
რომ ამ დროისათვის ახალი ნაგავსაყრელის პროექტირება-დიზაინზე მიმდინარეობს მუშაობა,
რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება და მას
გერმანული მხარე განიხილავს. პროექტის დამტკიცების შემდეგ, თავად გერმანული მხარე გამოაცხადებს
ტენდერს ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის, უკვე შერჩეულ ტერიტორიაზე.
„ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ითვალისიწინებს
500 მეტრის რადიუსში, არასაყოფაცხოვრებო, არადასახლებულ ადგილს. შერჩეული ტერიტორია
სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელიც შემოწმებული იქნა როგორც kfw-ს, ასევე, გარემოს
დასცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუემტი ჯერ არ არის შემუშავებული, რომლის დასრულების
შემდეგ, საზოგადოების ჩართულობა იქნება აუცილებლად, რამდენაც ამას ითვალისწინებს ევროსტანდარტები“
- აცხადებს გაბრიელ კვირიკაშვილი.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე