ყაზბეგი ოთხივე სეზონის კურორტი ხდება
ყაზბეგში ოთხივე სეზონზე გათვლილი კურორტი იქმნება.
როგორც ,,კომერსანტთან’’ საუბარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორთან, რათა ყაზბეგში როგორც საბაგირო ხაზის გაყვანა, ასევე საველოსიპედო ბილიკების მოწყობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა განავითარონ.
ქეთი ბოჭორიშვილი ინვესტორ კომპანიას ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდება. მისივე ცნობით, ყაზბეგის ზამთრის კურორტად გადაქცევა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დანერგვასაც გულისხმობს, რათა კურორტმა ტურისტების მიღება მთელი ზამთრის სეზონის განმავლობაში შეძლოს.
ბოჭორიშვილის თქმით, საბაგიროების მშენებლობას სავარაუდოდ ერთი სეზონი დასჭირდება, თუმცა საველოსიპედო ბილიკებით სარგებლობას დამსვენებლები უკვე 2015 წლის გაზაფხულზე შეძლებენ.
რაც შეეხება სასრიალო ტრასის მოწყობას, ახალი ინფრატრუქტურით სარგებლობა დამსვენებლებს 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე შეეძლებათ. მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტის მინიმალური ღირებულება 3 მილიონი დოლარია. სასრიალო ტრასის სიგრძე სავარაუდოდ 10 კილომეტრი იქნება.
ყაზბეგის ზამთრის კურორტად გადაქცევის შესახებ ეკონომიკის მინისტრის რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა სექტორში ინვესტირების გააქტიურების კომენტირებისას განაცხადა.
commersant.ge
ავტორი: ნიუპრესი