საფრთხედ ქცეული შემთხვევითობა
მშენებლობის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმების
დაუცველობა – ამგვარია იმ უბედური შემთხვევების გამომწვევი ოფიციალური მიზეზები, რომლებიც
გასულ კვირაში ქუთაისში დაფიქსირდა და რომლებსაც
2 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა.
6 ივნისს, ქუთაისში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის იმ
ნაწილში, რომელიც ჩინურ კომპანიას აქვს ათვისებული, უბედური შემთხვევა მოხდა. 12 მეტრი
სიგრძის ამორტიზებული შენობა, რომელიც უნდა დაენგრიათ და მის ნაცვლად ახალი აეშენებინათ,
ჩაინგრა, რამაც მუშის,61 წლის ნიკო მამაგეიშვილის დაღუპვა გამოიწვია. მომდევნო დღეს, იგივე ავტოქარხნის ტერიტორიაზე მეორე
უბედუი შემთხვევა ამჯერად საქართველოს პარლამენტში მოხდა. დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს
ჩამონგრევას სამუშაოებზე დასაქმებული მუშა, 55 წლის რეზო ნებიერიძე ემსხვერპლა.
ზემოთაღნიშნული მაგალითები იმ უბედური შემთხვევების
ნუსხის არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მშენებლობის მიმდინარეობისას უსაფრთხოების
ნორმების დაუცველობას მოსდევს. ვინ არის პასუხსიმგებელი
მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების
დაცვაზე და რა უნდა გაკეთდეს მსგავსი ტიპის უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით?
ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად newpress-ი მშენებლებსა და მუშებს ესაუბრა.
ბადრი გიგაური, რომელიც ქუთაისში სამშენებლო კომპანია
„მშენებელი BG–ს“ სამუშაოების მწარმოებელია, მიიჩნევს, რომ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების
ნორმების დაცვა მშენებლობის ხელმძღვანელის პრეროგატივას წარმოადგენს. გიგაურის თქმით,
აღნიშნული ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, სამშენებლო ობიექტის ტერიტორია შემოღობილი,
ხოლო თავად ობიექტი შემოსაზღვრული უნდა იყოს. ამასთანავე, უნდა არსებობდეს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ ადამიანი გადასავარდნ
ადგილს არ მიუახლოვდეს.
„მუშები უნდა ატარებდნენ ჩაფხუტებს და საჭიროების შემთხვევაში
დამცავ ქამარს. როდესაც ე.წ „აპალოვკა“ იგება, ის ისე უნდა იყოს გაკრული, რომ მისი
დანგრევის შანსი არ არსებობდეს. უსაფრთხოების ნორმების დუცველობა ძირითადად სიჩქარეს
მოსდევს, ხოლო სიჩქარე თავის მხრივ დაუდევრობას იწვევს. როდესაც უცებ გინდა „აპალოვკის“
გაკეთება, თუ კარგად არ გაშრა, ყოველთვის შეიძლება
დაიშალოს,“ – ამბობს ბადრი გიგაური.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული
პროექტები სწორედ დაჩქარებული ტემპით ხორციელდება. მათ შორის გამონაკლისს არც ქუთაისში
მშენებარე საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს. დაჩქარებულ ტემპებში მშენებლობის წყალობით
მოასწრეს მუშებმა 26 მაისს, პარლამენტში სხდომთა დარბაზის მოწყობა. რომლის დასრულება
დათქმულ ვადაში ვერც პრეზიდენტს წარმოედგინა. „მე არ მესმის ეს შენობა 26 მაისს როგორ
უნდა დამთავრდეს, მაგრამ ზუსტად მესმის, რომ
არ დამთავრდეს არ შეიძლება,“ – აცხადებდა პრეზიდენტი.
დროის ფაქტორის გარდა, მშენებლობის პროცესში უსაფრთხოენის
ნორმების დაცვის კუთხით, სამშენებლო კომპანია შპს „გეას“ ხელმძღვანელი ზურა დოლენჯაშვილი
თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს დამკვეთს, შემსრულებელსა და მუშებს. მისი თქმით,
უსაფრთხოების ნორმების მოწესრიგება კანონით
არის განსაზღვრული, თუმცა მიიჩნევს, რომ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე
უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული. დოლენჯაშვილი მშენებლობაზე დასაქმებულ პირთა
პროფესიონალიზმზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი 95% სამუშაოს მოყვარულის დოეზე
იცნობს.
„თავზე ვერავის დაადგები, თუ თვითონ არ გაუფრთხილდა
თავის თავს. წესიერ ქვეყანაში დაზღვევა უნდა არსებობდეს მშრომელი ადამიანისთვის. როდესაც
სახურავი კეთდება, მუშა დამცავ ქამარს უნდა იყენებდეს. თუ ხააჩოზე დგას, იქ შეიძლება
არ დასჭირდეს ქამრის გამოყენება. მუშას თავზე
ჩაფხუტი უნდა ეხუროს და ისეთი ტანსაცმელი ეცვას,
რომ ადვილად შესამჩნევი იყოს. თუმცა, ვინც მშენებლობაზეა დასაქმბული, მათგან 5% თუ
იქნება პროფესიონალი. დანარჩენები გაჭირვებიდან გამომდინარე მუშაობენ. ადამიანის სიცოცხლე
მნიშვნელოვანია და თვითონ ადამიანს გააჩნია,
როგორ უდგება ამ საკითხს,“ – ამბობს ზურა დოლენჯაშვილი.
თავად მშენებლეობაზე დასაქმებული მუშების ნაწილის განმარტებით,
მათ სამუშაოდან გამომდინარე არაფერი ცუდი არ
არის მოსალოდნელი, რადგან უსაფრთხოების დაცვის მიზნით დასაქმებულები ჩაფხუტებით არიან უზრუნველყოფილი. „საფრთხის არაფერი გვჭირს,“
– ამბობს ქუთაისში, ერთ–ერთ მშენებლობაზე დასაქმებული მუშა თენგიზ გვეტაძე.
მუშათა დარჩენილი მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ შემთხვევისგან
დაზღვეულები არ არიან.
„სამუშაოზე მისულ ნებისმიერ მუშას აცნობენ რა ტიპის
სამუშაოსთან აქვს საქმე და რა როგორ უნდა იყოს, თუმცა შემთხვევებს ვერ გამორიცხავ.
შეიძლება ხარაჩომ გიმტყუნოს ან რკინა გაიღუნოს. მე მაგალითად ერტხელ ხარაჩო ჩამიტყდა.
საბედნიეროდ გადავრჩი,“ – ამბობს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დავით ივანეიშვილი.
კანონით გაწერილი წესების მიუხედავად, მშენებლობის მიმდინარეობისას
მომხდარი უბედური შემთხვევების დიდი წილი სწორედ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე
მოდის. სამართალდამცველებისა თუ კონკრეტული უწყებების რეაქცია, როგორც წესი, უსაფრთხოების
ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის ასევე, პასუხისგებაში მიცემით შემოიფარგლება. ასე მოხდა 2009 წელს, როდესაც ქუთაისში,
დიდების მემორიალის დემონტაჟის დროს ტერიტორიაზე
მცხოვრები დედა–შვილი დაიღუპა. აღნიშნუილი შემთხვევა სამუშაოების მწარმოეწელი პირების
მიერ უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას მიეწერა. მიმდინარე წლის 7 ივნისს
მომხდარ შემთხვევაც უსაფრთხოების ნორმების
დაუცველობას დაბრალდა და ეს ბალეულობა ძალოვნებმა სამშენებლო კომპანიის საქმის მწარმოებელს
მიაწერეს და დააკავეს კიდეც.
შრომის დაცვის ინსპექცია კი, რომლის ფუნქციას ობიექტებზე
მშენებლობის ნორმების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი წესების
დაცვა წარმოადგენდა, 2006 წელს, მას შემდეგ გაუქმდა, რაც შრომის კოდექსში ცვლილება შევიდა. იგივე კოდექსი სამუშაოზე მომხდარი ინციდენტის შედეგად
დაზარალებულთა რეაბილიტაცია იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დამქირავებელი დაადგენს,
რომ თვითონ არის დამნაშავე.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით,
2009–2010 წლებში საქართველოში მოქმედ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, არასრული ინფორმაციით,
გარდაცვალების 131 შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე