მზეზე ორი X კლასის აფეთქება, 13 ივნისს ძლიერ მაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს
13 ივნისს დედამიწაზე მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი. ქარიშხალს, მზეზე ორი ძლიერი აფეთქება გამოიწვევს, რომელიც 9 და 10 ივნისს დაფიქსირდა.
მზის ნაწილაკების გამოფრქვევა მიეკუთვნება X კლასს - ყველაზე ძლიერი ხარისხის რენტგენულ გამოსხივებას.
ძირითადი ნაკადი ჩვენ პლანეტას გვერდით ჩაუვლის, მაგრამ მცირე ნაწილი მაინც დაეფრქვევა დედამიწაზე.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ქარიშხალმა შეიძლება ადამიანებში გამოიწვიოს უძილობა, ტაქიკარდია-გულისცემის აჩქარება და არტერიული წნევის ცვალებადობა.
წყარო: vesti.ru
"info9"
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



12:49
11:13
14:57
10:59
















