|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გვინდა ყურადღება მივაპყროთ შშმ პირების მიმართ - შეხვედრა ჩაის სახლში

ქუთაისში, ჩაის სახლში „ფოე ფოე" ფილმის "ჩემი მარცხენა ფეხი" ჩვენება გაიმართა. ჩვენების ორგანიზატორი  ქუთაისის  განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი გახლდათ. ორგანიზაციამ აღნიშნული ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  განათლებისა და დასქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს სამოცი შშმ პირის პროფესიულ გადამზადებას და მათ დასაქმებას.  ფილმის ჩვენებას  სწორედ პროექტში ჩართული ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

 „ამ შეხვედრით  გვინდა კიდევ ერთხელ მივაპყროთ ყურადღება შშმ პირების მიმართ.  ბევრი სირთულე და ბარიერი ხვდებათ როგორც სწავლასა და განათლების მიღების, ისე დასაქმების პროცესში", - განაცხადა ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ქალაქის თვითმმართველობის, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ანუ პოტენციური დამსაქმებლები, რომელთათვისაც  აღნიშნული ღონისძიება „მთავრი გზავნილები იქნება ამ პრობლემების სიღრმისეული  ჩაღრმავებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის“, -აღნიშნა ლიკა კილაძემ.

პროექტის დახმარებით უკვე დასაქმებულია 4 შშმ პირი, ორი პრაქტიკაზე არის გაგზავნილი. პროფესიულოი გადაგმზადების სქემაში 22 ბენეფიციარი მონაწილეობს.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი