შუმახერს კომიდან გამოსასვლელად ამზადებენ
ფორმულა 1-ის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, გრენობლის ჰოსპიტალის ნევროლოგიური განყოფილებიდან სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმები მას კომიდან გამოსაყვანი პროცედურისთვის ამზადებენ. 45 წლის ავტომრბოლელის მკურნალობის მომდევნო ნაბიჯი, სპეციალიზებულ რეაბილიტაციის კლინიკაში გადაყვანა და მკურნალობის გაგრძელებს იქნება.
შეგახსენებთ ავტოსპორტის ფედერაციის ყოფილი სამედიცინო დელეგატის ჰერი ჰარტსტეინის სიტყვებს : „კარგ ამბავს მიხაელის შესახებ, ჩვენ უკვე ვერასდროს გავიგებთ“
"ფორმულა 1"-ის შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერი საფრანგეთში, ალპებში თხილამურებზე სრიალისას მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაზარალდა.
წყარო: delate.info
"info9"
ავტორი: ნიუპრესი