შუმახერის სამედიცინო ისტორია შავ ბაზარზე იყიდება
ლეგენდარული ავტომრბოლელის მიხაელ შუმახერის სამედიცინო ისტორია სავარაუდოდ მოიპარეს. "ფორმულა 1"-ის პილოტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შავ ბაზარზე იყიდება -განაცხადა შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა.
უცნობია, არის თუ არა დოკუმენტები ნამდვილია და რა მონაცემებს შეიცავს ის.
საბინა კემმა განაცხადა, რომ ისტორია "აშკარად მოიპარეს" და დაამატა, თუ ამ კონფიდენციალურ დოკუმენტებს ვინმე შეიძენს და გამოაქვეყნებს სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.
გასულ კვირას, შუმახერი კომიდან გამოვიდა. მან გრენობლის საავადმყოფო დატოვა და რეაბილიტაციის კურსს შვეიცარიის კლინიკაში გადის.
bbc.co.uk
"ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა