|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress გამოკითხვა: ასოცირების ხელშეკრულებაზე ვინ უნდა აწერდეს ხელს? – ქუთაისელების შეფასებები

ევროპასთან ასოცირების  ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ვინ უნდა აწერდეს ხელს  პრეზიდენტი თუ პრემიერ–მინისტრი? – ამ საკითხზე newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული მოქალაქეების აზრი არაერთგვაროვანია. 
გამოკითხული 30 ადამიანიდან 15 თვლის, რომ ხელშეკრულებას ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი უნდა აწერდეს ხელს. 10  ადამიანი კი მიესალმება აღნიშნულ ხელშეკრულებაზე პრემიერ–მინისტრის ხელმოწერას, ხოლო ხუთის აზრით,  მნიშვნელობა არ აქვს ვისი ხელმოწერა დაფიქსირდება, რადგან მთავარ საკითხად  ხელშეკრულების შედეგებს მიიჩნევენ. 
"ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს მონაწილოება აუცილებლად. ხალხის არჩეულია და ხალხის ნება–სურვილი პრეზიდენტმა უნდა გამოხატოს. რადგან არ აძლევენ უფლებას ხალხის  უფლებების შეზღუდვადაც მიმაჩნია ეს ", – ასეთია ქუთაისელების შეფასებები.
27 ივნისს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან პრემიერ–მინისტრი, ირაკლი  ღარიბაშვილი აწერს ხელს. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა