მთვარის უხილავი მხარის გამოცანა გახსნილია
პენსილვანიის ინივერსიტეტის ასტროფიზიკოსები შეეცადნენ აეხსნათ რატომ
განსხვავდება მთვარის უხილავი მხარე მისი ხილული ნაწილიდან წერია, ABC-ს სტატიაში.
მთვარის ხილულ ნაწილზე არის ე.წ. „ზღვები“,ანუ გაყინილი ტბები მაგმის
ბაზალტისგან. რომლებიც მეტეორების დაცემამ
წარმოშვა. მთვარის უხილავ მხარეზე კი „ზღვები“ ცოტაა და შესაბამისად
სხვაგვარადაც გამოიყურება.
კაცობრიობა ამ გამოცანას 1959 წელს შეეჯახა, როდესაც საბჭოთა კოსმოსურმა ხომალდმა "Луна-3"-მ მთვარის
უხილავი მხარის პირველი ფოტოები გადაიღო.
პენსილვანიელი მკვლევარები მთვარის ხილულ და უხილავ ნაწილებში განსხვავების მიზეზს იმით ხსნიან, რომ მთვარის
ნახევარსფეროები განსხვავდებიან ქერქის სისქით. ეს კი განპირობებულია იმით
თუ როგორ წარმოიშვა მთვარე.
ეს იტორია 4,5 მილიარდი წლის წინ დაიწყო, როდესაც მარსის სიდიდის ობიექტი სახელწოდებით
„ტეა“ ძლიერად დაეტაკა ჩვენს პლანეტას. დაჯახების შედეგადდედამიწისა და იდუმალი პლანეტის გარე
ფენები კოსმოსში გაიტყორცნა და მათგან თანდათანობით ჩამოყალიბდა მთვარე, აღნიშნულია
სტატიაში.
მთვარე დედამიწაზე მალე გაცივდა
იმიტომ, რომ უფრო პატარა იყო. სავარაუდოდ
მთვარე თავიდანვე იმ ნაწილით იყო მიმართული დედამიწსკენ, რომლითაც დღეს იმყოფება.
ჩვენი პლანეტიდან წამოსული სითბო აღწევდა
მთვარის დედამიწასთან ახლოს მყოფ ნაწილს. და როცა მთვარის შორეული მხარე ნელა ცივდებოდა,
დედამისწისკენ მიბრუნებული ნაწილი რჩებოდა გამლღვალ მდგომარეობაში.
შედეგად, მთვარის უხილავი ნაწილი უფრო სქელი გახდა. ამიტომაც არის ნაკლები „ზღვები“ უხილავ მხარეს. სქელი კანის გამო მეტეორები ზედაპირს ნაკლებად ერეოდნენ და ნაკლებ ბაზალტს გამოსტყორცნიდნენ მაგმიდან, აღნიშნულია სტატიაში.
წყარო: ABC
ავტორი: ნიუპრესი