|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოდოგანი უწყლოდ და ცივილიზაციის გარეშე

სო­ფელ გო­დო­გან­ში, ე.წ. „და­ჩების უბან­ში" მო­სახლეობას სას­მე­ლი  წყალი არ მი­­წო­დება. 20-მდე ოჯახი 30 წე­ლია, ასეთ პი­რობებში ცხოვ­რობს.

ქუ­თა­­სი­დან ავ­ტო­მან­ქა­ნით 20 წუ­თის სა­ვალ გზა­ზე „კარ­გი ცხოვ­რება" და რო­გორც ირ­კვე­ვა, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­აც მთავ­რდება, რად­გან არ აქვთ ის, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი­ა.

„ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი, ეს არის წყალი. წყალი თუ არ არის, არა­ფერ­ზე აღარ ვლა­პარ­კობ, უკან მოგ­ვრჩება გა­ზიც, ტრაქ­ტო­რიც, ამბულა­ტო­რი­აც, სა­­ვადმყოფოც, ყვე­ლა­ფე­რი - წყალი, წყალი, წყალია მთა­ვა­რი", - ეს განცხადება სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მიხეილ სა­­კაშ­ვილ­მა გა­სულ კვი­რას სო­ფელ ქვე­მო ქე­დებში ვი­ზი­ტის დროს გა­­კე­თა და ეს მა­შინ, რო­დე­საც სო­ფელ გო­დო­გან­ში მცხოვ­რებნი, სას­მელ წყალს  ხშირ შემთხვე­ვა­ში, ქა­ლა­ქი­დან ეზი­დებიან.

გო­დო­გან­ში, მათ, ვი­საც ავ­ტო­მობილები ჰყავთ, ქუ­თა­­სი­დან სუფ­თა წყალი სახლში მან­ქა­ნის საბარ­გუ­ლით მი­აქვთ. სხვები კი წყალს სოფ­ლი­დან 10 კი­ლო­მეტ­რით მო­შო­რებით მდებარე წყარო­დან ეზი­დება.

გიგ­ლა მა­ნა­გა­ძე სო­ფელ გო­დო­გან­ში, „და­ჩების უბან­ში", ოთხი წე­ლია, ცხოვ­რობს. უწყლოდ ცხოვ­რების სუ­რა­თი მის ეზო­შიც აი­სახება. სახლის წინ  წყლის ჭურ­ჭლებია ჩამ­წკრი­ვებული, უმე­ტე­სობა ცა­რი­­ლი­ა. ეზო­ში გან­თავ­სებული წყლის ავ­ზით კი ოჯახში წყლის და­ზოგ­ვას ცდი­ლობენ. თუმ­ცა ეს სას­მე­ლი წყლის პრობლე­მას ვერ აგ­ვა­რებს. „მო­სახლეობას უწყლობის პრობლე­მა უკ­ვე 30 წე­ლია, რაც აქვს. სას­მელ წყალს ხან წყარო­დან და ხან ქა­ლა­ქი­დან სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით ვე­ზი­დებით,"   - ამბობს გიგ­ლა მა­ნა­გა­ძე.

წლების მან­ძილ­ზე მო­უგ­ვა­რებელი პრობლე­მის გა­დაწყვე­ტა მო­სახლეობამ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­კუ­თარ ეზოებში ჭების მოწყობით გა­დაწყვი­ტა. თუმ­ცა, მო­სახლეობის გან­მარ­ტებით­ვე,  ამ ჭებიდან ამო­ღებული წყალი სას­მე­ლად უვარ­გი­სი­ა. „ამ ჭის წყალს სას­მე­ლად მა­ინც ვერ ვიყენებთ. რად­გან ჭის გა­კე­თების დროს, ყვე­ლა სა­ჭი­რო სამ­შე­ნებლო ნორ­მის დაც­ვა და  წყლის სა­მე­დი­ცი­ნო სინჯი კი­დევ უფ­რო დიდ თანხებს მო­ითხოვ­და. ამ ტე­რი­ტო­რი­­ზე ვი­საც ეზო­ში ჭა აქვს, ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი თანხებით  მოწყო",  - ამბობს გიგ­ლა მა­ნა­გა­ძე.

„და­ჩების უბნში" მაცხოვ­რებლების­გან განსხვა­ვებით, შე­და­რებით გა­­მარ­თლათ  მიმ­დებარე ტერი­ტო­რი­­ზე და­სახლებულებს, სა­დაც ნი­­და­გი დახრი­ლი­ა. აღ­ნიშ­ნუ­ლის წყალობით, ასეთ ზო­ნა­ში, ინერ­ცი­ის შე­დე­გად, წყაროს წყალი მო­სახლეობას ად­ვი­ლად მი­­წო­დება. წყლის მი­წო­დება მო­სახლეობის მი­ერ გაყვა­ნი­ლი მი­ლებიდან ხდება. „მე გა­მი­მარ­თლა, რომ ამ ზო­ნა­ში მო­მი­წია და­სახლება. აქ ნი­­და­გი დახრი­ლია და წყაროს წყალი ინერ­ცი­­თაც მარ­ტი­ვად ჩა­მო­­დი­ნება,"  - ამბობს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­­ზე მცხოვ­რები რო­მან ნებიე­რი­ძე. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, მდგო­მა­რეობა მო­სახლეობას ზაფხულის ცხელ დღეებში ურ­თულ­დება, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტების გა­მო წყალი დაშ­რობას იწყებს.

უწყლობას გო­დო­გან­ში და­სახლებულების­თვის ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის პრობლე­მებიც ემა­ტება, რაც მო­სახლეობის თქმით, მათ ცხოვ­რებას გა­­საძ­ლის ქმნის.  მათი თქმით, მოძ­ვე­ლებული და გა­­მარ­თა­ვი ელექ­ტრო­სა­დე­ნების ფონ­ზე, ცუდ ამინ­დებში ელექ­ტრო­­ნერ­გია აღარ მი­­წო­დებათ. „ხშირ შემთხვე­ვა­ში წვი­მის, ქა­რი­სა და ჭე­ქა-ქუხილის მი­ზე­ზით ელექ­ტრო­­ნერ­გია არა გვაქვს. და თუ არის, ისე­თი დაბალი ხარისხი აქვს, რომ საოჯახო ტექ­ნი­კას ვერ ვრთავთ", - ამბობს „და­ჩების უბან­ში" მცხოვ­რები გიგ­ლა მა­ნა­გა­ძე.

რო­გორც სო­ფელ გო­დოგ­ნის მცხოვ­რებნი ამბობენ, სო­ფელ­ში არ­სებული ქვე­სად­გუ­რი თვე­ნახევ­რის წინ და­იწ­ვა. რის შემ­დე­გაც ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის მი­წო­დების პრობლე­მა მათ­თვის კი­დევ უფ­რო გამ­ძაფ­რდა. გარ­და ამი­სა, მო­სახლეობაში ამ დრომ­დე არ დაწყებულა გამ­რიცხვე­ლი­­ნება. რის გა­მოც, მოხმა­რებული ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის ღი­რებულების გა­და­სახად­თან და­კავ­ში­რებით ხში­რია უზუს­ტობები.

„სა­ერ­თო მრიცხვე­ლის მიხედ­ვით  დახარჯულ ელექ­ტრო­­ნერ­გი­ას სწო­რად ვერ ით­ვლი­ან, ამი­ტომ სულ  და­ნაკ­ლი­სი­ა. 708 ლა­რის ოდე­ნობით თი­თო­­ულ ოჯახს ფუ­ლის ხელ­მე­­რედ და­მა­ტება გვი­წევს," - ამბობს სო­ფელ გო­დო­გან­ში მცხოვ­რები რო­მან ნებიე­რი­ძე.

რო­დის შე­­ძლება მოგ­ვარ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობლე­მა ამ დრომ­დე უც­ნობია. სა­მა­გი­­როდ, წყალო­მა­რა­გებას­თან და­კავ­ში­რებით და­პირებები უკ­ვე არ­სებობს.

გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის­გან შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია მი­­ღო:  „ერ­თდრო­­ლად ვმუ­შაობთ 70 პრო­ექ­ტზე, შე­მოდ­გო­მა­ზე ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ყოველ­დღი­­რი წყალ­მო­მა­რა­გება ექ­ნება და დაახლოებით 200 მი­ლი­ონს

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა