|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამოუხსნელი საიდუმლო - სად ქრება მილიონობით ტონა პლასტმასი ოკეანეში?

მეცნიერებს აწუხებთ კითხვა: სად ქრება პლასტმასიდან დამზადებული ნაკეთობები, რომლებიც ოკეანეში ხვდებიან? - კითხვას სვამს La Repubblica.-ს კორესპონდენტი სილვია ბოლნიჩელი.

"ბოთლები, თეფშები, პაკეტები,ძველი სათამაშოები - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ  ასობით ათასი ტონა  ნარჩენი ყოველწლიურად ხვდება ოკეანეში და არვინ იცის  სად ქრება იგი.  2010 წელს მოეწყო სამეცნიერო ექსპედიცია  Malaspina. თუმცა იგი კადისში ამოუხსნელი საიდუმლოთი დაბრუნდა. მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს სად გაქრა პლასტმასის  99%, რომელიც როგორც ცნობილია ზღვებში იყრება. მეცნიერებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მათ თევზები ჭამენ, აღნიშნავს ჟურნალისტი.

"300 მილიონი ტონა პლასტმასიდან, რომელსაც ვაწარმოებთ ყოველწლიურად მათი  0,1% ოკეანეში ხვდება. ეს არის 300 ათასი ნარჩენი წლიურად. იმის გათვალისწინებითაც, რასაც ოკეანე რიყავს სანაპიროზე და ის რაც არქტიკულ ყინულს მიაქვს, ექსპედიციას ოკეანეში უნდა ეპოვა მილიონობით ტონა პლასტმასი. მაგრამ მეცნიერებმა მხოლოდ 40 ათასი ტონა იპოვეს, ანუ იმის მხოლოდ 1% რისი პოვნის იმდიც ჰქონდათ.

ყველაზე ცხადი ჰიპოთეზით პლასტმასი თევზებმა მიირთვეს  დროთა განმავლობაში პლასტმასი მზის ზემოქმედების შედეგად გადაიქცევა მიკროპლასტმასად -მიკროსკოლურ მტვრად,რომელიც პლანკტონს ჩამოგავს, რასაც თევზები ჭამენ. პლასტმასი  თვზების მენიუს ნაწილია, ანუ ჩვენი მენიუს შემადგენელიც. ნაწილი პლასტმასისა იხრწნება და გადაიქცევა ე.წ. ნანოპლასტმასად , სხვა მეცნიერების აზრით პლასტმასის გადამუშავება ბაქტერიების საშუალებით ხდება.  

თუმცა მიუხედავად ვერსიებისა  საიდუმლო მაინც  ამოუცნობი რჩება - სად ქრება პლასტმასი?!

წყარო: La Repubblica

ავტორი: ნიუპრესი