|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შლოპანცები" ყველაზე საშიშ ფეხსაცმელად დაასახელეს

რეზინის ე.წ. შლოპანცები მედიკოსებმა ყველაზე მავნე ფეხსაცმელად დაასახელეს. ორთოპედების შეფასებით, ამ ტიპის ფეხსაცმელი ვერ აფიქსირებს ტერფის თაღს, რის გამოც კუნთები იჭიმება და ქუსლის მყესები იძაბება. საბოლოოდ მუხლებში, მენჯსა და ზურგში სახსრების პრობლემებს ვღებულობთ.

"შლოპანცს", როგორ წესი, თხელი ძირი აქვს, ამიტომ ფეხი მჭიდროდ ებჯინება მიწას. ასეთი ძალით დაწოლა კი ძვლებისა და სახსრებისთვის უსაფრთხო არ გახლავთ. იმის გამო, რომ მეტისმეტად ღიაა, მის ფეხზე "გასაჩერებლად" ფეხისთვის ძალის დატანებაცაა საჭირო. მას განსაკუთრებით უნდა ერიდონ პაციენტები, რომლებიც ხელხემლის მიდამოში დისკომფორტს ხშირად განიცდიან. 

გარდა იმისა, რომ ამ ღია ფეხსამოსში ტერფები აბსოლუტურად დაუცველია და ნებისმიერ დროს შეიძლება დაიზიანოთ, რეზინის მასალაც გარკვეულ რისკებს შეიცავს - ის ყოველგვარი სოკოსა და ბაქტერიის გასამრავლებლად ხელსაყრელი ადგილია.

ბუნებრივია, ეს საშიშროება ემუქრება მხოლოდ მათ, ვინც "შლოპანცებს" მთელი დღის განმავლობაში, ჩვეულებრივი ფეხსაცმლის ნაცვლად ატარებს. მხოლოდ პლაჟისთვის კი მათი გამოყენება საფრთხეს არ შეგიქმნით. 
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მშობლებს - ბავშვის ჯერ კიდევ გაუმაგრებელი ძვალ-სახსროვანი სისტემა კიდევ უფრო სუსტია ამ რისკებისადმი. ამიტომ ეცადეთ, რომ ასეთი ღია ფეხსაცმელი ბავშვს დიდი ხნით არ ეცვას. საერთოდ, უხარისხო და ბავშვის ფეხის თავისებურებებზე გაუთვლელი ფეხსაცმელი სულაც არაა საჭირო. სჯობს ერთი ან ორი წყვილი ხარისხიანი ფეხსაცმელი ჰქონდეს, ვიდრე ბევრი და რისკების შემცველი იაფფასიანი "ფლოსტები". გახსოვდეთ, ბავშვის ფეხსაცმელი ტანსაცმელზე უფრო მნიშვნელოვანია.

წყარო: mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი