|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress გამოკითხვა: ქუთაისელები ივანიშვილის ტელეწამყვანობაზე

რამდენად კარგი ტელეწაყვანი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი - ამ საკითხზე newpress.ge-ის მიერ ქუთაისში გამოკითხული  40 ადამიანიდან, 20 თვლის რომ ივანიშვილი საინტერესო წამყვანი იქნება. 10–ს მიაჩნია, რომ ის კარგი მოსაუბრე არ არის და ტელეწამყვანობა მხოლოდ ხუმრობაა მისი მხროდან. 10 ადამიანი კი ფიქრობს, რომ ოლიგაქრი ტელეწამყვანი არ უნდა იყოს.

"ოლიგარქი და ტელეწამყვანი არ გამიგია. რაზე უნდა  მელაპარაკოს როგორ უნდა გავაკეთოთ ფული? ისედაც ვიცი როგორ უნდა გავაკეთო. მომცეს საშუალება და გავაკეთებ", - ასეთია ქუთაისელების შეფასებები ივანიშვილი ტელეწამყვანობაზე.

ავტორი: თეკლე მორგოშია