|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინო თარხნიშვილი - ზაფხულის დამსხვრეული სტერეოტიპი

რა ასოციაციას იწვევს ზაფხული?

ზაფხული ჩემთვის (და ალბათ ბევრისთვის) თავისუფლებასთან ასოცირდება. ზაფხული ასოცირდება დიდ, თვალუწვდენელ  სივრცეებთანაც... ზაფხული ასოცირდება ბუნტთან და დაუმორჩილებლობასთან...

ზაფხულს აქვს თავისი სუნი, თავისი ფერი...

აფხულს უკავშირდება  მოლოდინები, კონკრეტული გეგმები და სტერეოტიპული წარმოდგენები, რომელთაც ხშირად სიამოვნებით ვიზიარებთ.

თუმცა მაინც,  ყველა ადამიანს თავისი ზაფხული აქვს.

სწორედ ასეთ  „საკუთარ ზაფხულზე“, წელიწადის ამ დროსთან საკუთარ დამოკიდებულებებზე გვესაუბრება რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი.

- თქვენთვის როგორი ფორმა და რა „ შინაარსი“ აქვს ზაფხულს? 

- მოდით, თავიდანვე გეტყვით, რომ ვერ ვიტან ზაფხულს. ორი მიზეზი მაქვს ამისთვის, მზე და სიცხე არ მიყვარს და მეორე: ზაფხული დაშორებასთან, დაშლასთან და მონატრებასთან ასოცირდება ჩემთვის. მე ჩემი სახლი მიყვარს ყველაზე მეტად და ის მიყვარს, როცა ამ სახლში ჩემი ოჯახის სამი წევრი ერთად ვართ. ზაფხულში კი ძალაუნებურად სახლის მიტოვებაც მიწევს და ხშირად ოჯახის წევრებიც ვიშლებით. ამიტომ არის, რომ ზაფხული დადგომისთანავე ვიწყებ ფორიაქ და დარდს იმაზე, რომ სახლი უნდა დავტოვო. მერე რა, რომ არსებობს ზღვა, მთა, ალათ დასვენებაც... მე მირჩევნია ვიყო ჩემ სახლში, ჩემებთან ერთად და ზღცაზე და მთაში სხვებმა დაისვენონ. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულისადმი ჩემი მიდგომით, ვამსხვრევ ყველანაირ სტერეოტიპს, რომ ზაფხული მხოლოდ თავისუფლება, დასვენება და გართობაა. ჩემთვის ზაფხული გაუთავებელი სამთვიანი დღეების თვლაა...როდის გავა ზაფხული და როდის მოვა შემოდგომა. ჩემი შემოდგომა. მერე რა, რომ მე ზაფხულში ვარ დაბადებული. სააგიეროდ, შვილი გავაჩინე შემოდგომაზე.

- ერთი ჭკვიანი კაცი ამტკიცებდა, რომ არის ფილმები, წიგნები, რომლებიც წელიწადის გარკვეულ დროს უნდა წაიკითხო და ნახო, თუკი ეთანხმებით ამ მოსაზრებას, რომელია თქვენი „ზაფხულის“ წიგნი, ფილმი, მუსიკა, ფერი?

-

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა