|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეკონსტრუქცია შედევრიდან ასლამდე

რა­მო­დე­ნი­მე კვი­რის წინ ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი კვლავ მო­ექ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დოების ყურად­ღების ქვეშ. ამის მი­ზე­ზი იუ­ნეს­კოს წი­ნას­წა­რი შე­ფა­სების დო­კუ­მენ­ტი გახდა. რომ­ლის თა­ნახმად განხორ­ცი­­ლებული სა­მუ­შა­ოების შე­დე­გად, ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი ვე­ღარ აკ­მაყოფი­ლებს იმ მოთხოვ­ნებს, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის ძეგ­ლთა ნუსხაში ყოფ­ნის­თვი­საა სა­ჭი­რო. რის გა­მოც მას მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის ძეგ­ლთა სი­­დან ამო­ღება ემუქ­რება. თუმ­ცა „მუ­ქა­რა" (ყოველ შემთხვე­ვა­ში ამ ეტაპ­ზე) არ განხორ­ცი­ელ­და. მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის კო­მი­ტე­ტის 36-ე სე­სი­ამ ბაგ­რატ­ზე არ­სებული მდგო­მა­რეობა შე­­ფა­სა („სა­კითხი არის უაღ­რე­სად სე­რი­­ზუ­ლი. ჩანს, რომ ძა­ლი­ან დი­დი შეც­დო­მებია დაშ­ვებული, ისე­თი შეც­დო­მებიც კი, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რება შე­უძ­ლებელი იქ­ნება"), ზო­გა­დი გეგ­მა და­სახა („ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად უნ­და იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი"), დრო მო­ნიშ­ნა („აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის შეს­წავ­ლა 2013 წლამ­დე გან­ვაგ­რძოთ") და გა­­ჩი­ნა შე­საძ­ლებლობა ქარ­თუ­ლი მხარის­თვის („და­ამ­ტკი­ცოს, რომ ისი­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებენ და პა­ტივს სცე­მენ იუ­ნეს­კოს რჩე­ვებს და კონ­ვენ­ცი­ას")  http://netgazeti.ge/GE/105/News/10456/


თუმ­ცა სი­­ში დარ­ჩე­ნა რამ­დე­ნად ნიშ­ნავს ბაგ­რა­ტის გა­დარ­ჩე­ნას? სა­კითხის 2013 წლამ­დე გა­და­დება ნიშ­ნავს თუ არა, რომ ბაგ­რა­ტი დარ­ჩა მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რეობის ძეგ­ლთა ნუსხაში? რეაბილი­ტა­ცი­ის ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნად მოხერხდება მი­სი აუ­თენ­ტუ­რობის შე­ნარ­ჩუ­ნება? და ბოლოს რა­ტომ სჭირ­დება ქარ­თულ მხარეს იმის დამ­ტკი­ცება, რომ ის პა­ტივს სცემს იუ­ნეს­კოს რჩე­ვებსა და კონ­ვენ­ცი­ას? ამის გარ­კვე­ვას „ახალი გა­ზე­თი"  ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძიებაში შე­­ცა­და.

 

ბეკ­გრა­უნ­დი

რო­გორც გა­ირ­კვა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის კო­მი­ტეტს კონ­ვენ­ცი­­სა და რჩე­ვების მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის ვალ­დებულების შეხსე­ნების სა­ფუძ­ველს ქარ­თუ­ლი მხარის ბეკ­გრა­უნ­დი აძ­ლევ­და. რად­გან მან, რა­მო­დე­ნი­მე წლის წინ გა­­ჩი­ნა იუ­ნეს­კოს ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­თან და­კავ­ში­რებით შეშ­ფო­თების საბაბი.

ICOMOS-ის მი­სი­ის მი­ერ 2004 წელს წარ­მოებული მო­ნი­ტო­რინ­გის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის კო­მი­ტეტს წა­რედ­გი­ნა, ბაგ­რა­ტის ტაძ­რის შე­სახებ შემ­დე­გია აღ­ნიშ­ნუ­ლი (აქ­ვე გან­ვმარ­ტავთ, რომ მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რეობის კო­მი­ტე­ტის 33-ე  და 34-ე  სე­სიების მა­სა­ლები ორი წლის წინ მოგ­ვა­წო­დეს ICOMOS-ის ქარ­თულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლობამ და ასე­ვე, ICOMOS-ის მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის ცენ­ტრის გა­მომ­ცემ­ლობა და გა­ნათ­ლების პრო­მო­­შე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჯინა დაბლდე­იმ): „...ჩვენ შეგ­ვექ­მნა შთაბეჭ­დი­ლება, რომ ხელახლა აშე­ნების მო­წა­დი­ნება იმ­დე­ნად ძლი­­რი­ა, რომ ეს შე­იძ­ლება მა­ინც განხორ­ცი­ელ­დეს, მიუხედა­ვად რის­კი­სა, რომ შე­დე­გად ძეგ­ლი შე­იძ­ლება ამო­ღებულ იქ­ნას მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რეობის ნუსხიდან". და იქ­ვე მი­თი­თებული­ა, რომ: „ჩვე­ნი აზ­რით, ICOMOS-მა და მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რეობის კო­მი­ტეტ­მა დარ­წმუ­ნების ყვე­ლა ხერხი უნ­და გა­მოიყენოს, რა­თა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ძეგ­ლის ხელახლა აშე­ნება".

იუ­ნეს­კომ გა­დარ­წმუ­ნება ვერ შეძ­ლო. 2009 წლის 11 ივ­ნისს ტაძ­რის სრუ­ლი რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი დამ­ტკიც­და, რო­მე­ლიც იუ­ნეს­კოს დაგ­ვი­­ნებით მი­­წო­და.  პრო­ექ­ტის გაც­ნობის შემ­დეგ იუ­ნეს­კომ რეაბილი­ტა­ცი­ის გეგ­მა უარყოფი­თად შე­­ფა­სა და რე­კო­მენ­და­ციებით მი­მარ­თა ქარ­თულ მხარეს, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რეობის კო­მი­ტე­ტის 33-ე სე­სი­­ზე გა­აცხადა: „შე­მო­თა­ვა­ზებული რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისახავს ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ნან­გრე­ვებს დაუბრუ­ნოს აუ­თენ­ტუ­რი ფუნ­ქცია და შექ­მნას ახალი ეროვ­ნუ­ლი სიმბოლო ძეგ­ლის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის გზით. თუმ­ცა ეს დიდ­წი­ლად გა­­ნად­გუ­რებს არ­სებულ აუთენ­ტურ ქსო­ვილს და ნან­გრე­ვებში შე­მო­ნახულ აუ­თენ­ტუ­რი მშე­ნებლობის ოს­ტა­ტობას. ეს პრო­ცე­სი ასე­ვე გა­­ნად­გუ­რებს ძეგ­ლის აუ­თენ­ტურ სულს და „ის­ტო­რი­ის სუნ­თქვას", რა­საც ძეგ­ლის მო­მა­ვა­ლი მნახვე­ლი ვე­ღარ შე­იგ­რძნობს. ამ­დე­ნად, პრო­ექ­ტი უნ­და უარყოფილ იქ­ნას, რო­გორც მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რეობის ძეგ­ლის გა­მორ­ჩე­­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი ღი­რებულებისა და ავ­თენ­ტუ­რობის­თვის უცი­ლობელი საფრთხის შემ­ცვე­ლი".

თუმ­ცა 34-ე სე­სი­­ზე კო­მი­ტეტს იმის თქმა მო­­წი­ა, რომ ქარ­თულ­მა მხარემ არც ერ­თი მი­სი რე­კო­მენ­და­ცია არ შე­ას­რუ­ლა. რის შემ­დე­გაც მი­ვი­ღეთ „მ

ავტორი: ეკა კუხალაშვილი