|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექიმებმა ჩინელ მოქალაქეს თავიდან 12 სანტიმეტრიანი დანა ამოუღეს

ექიმებმა ჩინეთის ქალაქ გუანუანში მცხოვრებ  მოქალაქეს თავიდან 12 სანტიმეტრიანი ბაღის საკრეჭი დანა ამოუღეს, ამის შესახებ Daily Telegraph წერს. 

სიაო იუნჩაჯი მაღალსართულიანი სახლის გვერდით მიდიოდა, როდესაც აივნიდან მოულოდნელად ბაღის საკრეჭი დანა ჩამოვარდა, თუმცა მამაკაცმა უჩვეულო ვერაფერი შეამჩნია და გზა გააგრძელა. როდესაც მან დაახლოებით ასი მეტრი გაიარა და გაოცებულმა თამბაქოს გამყიდველმა მიუთითა დანის ტარზე, რომელიც მისი თავიდან იყო ამოჩრილი სიაომ მხოლოდ მაშინ იგრძნო ტკივილი. გამვლელებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. 

„ეს საშინელი სანახაობა იყო დანა ტარამდე იყო ჩაასული თავში“,- აღნიშნა დაზარალებულის დამ. ექიმები დაეხმარნენ და დანა ამოუღეს. ამ დროისტვის სიაო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ეს პირველი და უნიკალური შემთხვევა არ არის ჩინეთში. 2011 წელს ჟანგიანი, 10 სანტიმეტრიანი სამართებელი ამოუღეს ადამიანს. სამართებელი დაზარალებულ თავში  4 წლის მანძილზე ჰქონდა. ხოლო გასულ წელს სხვა ჩინელს 25 სანტიემტრიანი დანა ამოუღეს, როგორც თავად განმარტა დანა მის თავში „სულელური თამაშის“ შედეგად აღმოჩნდა. 
წყარო:

ავტორი: ნიუპრესი