|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზაფხულო სტაჟირება დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში

"სამედიცინო კორპორაცია ევექსის" დასავლეთ საქართველოს  ეროვნული სამედიცინო ცენტრში  დღეს საზაფხულო სტაჟირებისთვის მოსახვედრად  გასაუბრება გაიმართა.
"სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" სტაჟირება სამედიცინო და  ადმინიტრაციული მიმართულებით გამოაცხადა.

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები და დააგროვონ სამუშაო გამოცდილება მრავალპროფილურ ჰოსპიტალში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს წარმატებული სტაჟიორების დასაქმებას. როგორც სამედიცინო კორპორაცია ევექსში აცხადებენ წარმატებული სტაჟიორები მოხვდებიან „სამედიცინო კორპორაცია  ევექსის“ საკადრო რეზერვში, რაც დასაქმების რეალური შანსია."მინდა ყველა მონაწილეს წარმატება  ვუსურვო გასაუბრებაზე. ის ვინც სტაჟირებას წარმატებით გაივლის. აქვს იმის გარნატია,  რომ დასაქმდეს  ჩვენთან“ - განმარტა “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“  დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ანჟელა  ორჯონიკიძემ.  

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში, სადაც 7 000 -მდე  თანამშრომელია დასაქმებული და ერთ ერთმნიშვნელოვან ნაწილს  წარმოადგენს  უწყვეტი  სამედიცინო  განათლება. დღეისათვის კორპორაცია მართავს 36 კლინიკას  თბილისსა და საქართველოს 5რეგიონში: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, კახეთი და სამცხე–ჯავახეთი.  

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 30 მდე სტაჟიორის მიღება. სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება 3 დან 6 თვემდე.

 

ავტორი: თეკლე მორგოშია