მსოფლიოს 5 ქვეყანა, სადაც დასვენება იაფი ღირს
არის რაღაც, რასაც ყველა დასაქმებული წლიდან წლამდე ელოდება. ეს ნანატრი შვებლებაა. წარმოგიდგენთ 5 ქვეყანას, სადაც დასვენება იაფი ღირს.
ბანგლადეში ტურისტებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხელმისაწვდომი ქვეყანაა. აქ ჩამოსულ დამსვენებლებს საშუალება აქვთ სხვადასხვა გასართობით დაკავდნენ. ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია საწყლოსნო სპორტის სახეობის მოყვარულთათვის. გარდა ამისა, ზრდასრული ადამიანისთვის სრულფასოვანი საკვების ფასი 1 დოლარიდან იწყება.
კიდევ ერთი ადგილი სადაც იაფად დასვენებას შეძლებთ, ნიკარაგუაა. ქვეყნის სილამაზე დიდი ხანია აოცებს დამსვენებლებს. აქ დღეში სრულფასოვანი დასვენებისთვის 30 დოლარი დაგჭირდებათ. ადგილი განსაკუთრებით იზიდავს აქტიური დასვენების მოყვარულებს.
ადამიანებისთვის, რომლებიც ოცნებობენ იდუმალი და მიმზიდველი აფრიკა ნახონ, მათთვის ნამდვილი მარგალიტია ნამიბია. თუკი მას სხვა რეგიონებს შევადარებთ, ეს ადგილი არაფრით ჩამოუვარდება მაროკოს, თუმცა აქ დასვენებას გაცილებით ნაკლებ თანხაში შეძლებთ. დღე-ღამეში დაახლოებით 100 დოლარად დამსვენებლებს უმაღლეს დონეზე ემსახურებიან.
თუკი თქვენ უპირატესობას ევროპას ანიჭებთ და იაფად დასვენებაც გსურთ, ყურადღება მიაქციეთბულგარეთს. ის უფრო ხელმისაწვდომი კურორტი გახდა ვიდრე ტაილანდი და ეგვიპტეა. სერვისით ქვეყანა არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს ძვირადღირებულ კურორტებს. ცნობილია, რომ ქვეყნის ბევრ კურორტს სამკურნალო თვისებებიც აქვს...
ტრადიციულად, თურქეთი ტურისტებში ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა სამოგზაუროდ. ამიტომ, აქ ნახავთ კურორტებს ნებისმიერი შეძლების ადამიანებისთვის. ქვეყნის ყველაზე დაბალფასიან კურორტად აგია აღიარეს. აქ 1 კვირით დასვენება მთელს ოჯახს 120 დოლარი დაუჯდება. ზღვის კურორტები არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ გასაჯანსაღებლადაც კარგია.
მასალა მომზადებულია kur-ort.ru-ს მიხედვით.
ავტორი: ნიუპრესი