|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მურატ ილდირიმმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით იუსტიციის სახლს მიმართა

მურატ ილდირიმი, იგივე სავაშ ბალდარი, სერიალიდან "სიყვარული და სასჯელი",  საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება. "ამბები.გე"-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თურქმა მსახიობმა, მურატ ილდირიმმა, გუშინ საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით იუსტიციის სახლს მიმართა. მსახიობი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობით ისარგებლებს. 
იუნესკოს კეთილი ნების ელჩი საქართველოში პირველად აპრილში ჩამოვიდა. "თქვენი გულისთვის ჩამოვედი" - ასე მიმართა პირველად აპრილში, ცნობილმა თურქმა მსახიობმა, მურატ ილდირიმმა იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს. მაშინ ილდირიმმა განაცხადა, რომ  ამ ბავშვების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

რამდენიმე დღის წინ  გადაიღეს ვიდეორგოლი,  რომელშიც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისკენ მოგვიწოდებენ. ვიდეორგოლში  ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად მურატ ილდირიმიც მონაწილეობს.

წყარო:ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი