|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩილ გამზარდია: ქართულ წინასაარჩევნო კამპანიებს უფრო სტიქიური და იმპულსური ხასიათი აქვს

მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­გეგ­მი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების თა­რი­ღი  ოფი­ცი­­ლუ­რად ჯერ არ გა­მოცხადებულა, თუმ­ცა სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რებებსა და პი­არ-კამ­პა­ნი­ას  სხვა­დასხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიები უკ­ვე აქ­ტი­­რად ახორ­ცი­­ლებენ.

რო­გორც წე­სი, არ­ჩევ­ნების დროს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას სა­კუ­თა­რი ნი­შა და „მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზებები" აქვს მო­სახლეობისათ­ვის. 2012 წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გზავ­ნი­ლებში პო­ზი­ცი­­სა და ოპო­ზი­ცი­ის და­პი­რებები  ერთ ძი­რი­თად ხაზს - „უ­მუ­შევ­რობის და­მარცხებას" ატა­რებს.

როგორი წინასარჩევნო კამპანია წარმოებს საქართველოში დღეს და რატომ გაჩნდა ამდენი იდენტური პოლიტიკური გზავნილები იდენტური იდეოლოგიითა და დაპირებებით? აღნიშნულ კითხვებს 

ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, არჩილ გამზარდია პასუხობს

.


- რატომ გახდა ,,უმუშევრობა“ თითქმის ყველა პარტიისთვის უნივერსალური  თემა, რომელზეც განსაკუთრებით აქტიურად, წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყეს საუბარი?

- წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებასთან ურთიერთობა და შესაბამისი მეთოდების რეალიზაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.  ცხადია, არც ჩვენ ვართ, გამონაკლისები. მნიშვნელოვანი და მთავარი  ხდება ე.წ. მესიჯები, რომელიც მიმართულია საზოგადოებისადმი. ის შესაძლებლობები, რაც ხელისუფლებას გააჩნია - მაგალითად, პოზიტიურის წინ წაწევა და ნეგატიურის მიჩქმალვა, ან უარეს შემთხვევაში - აღიარება, საზოგადოებრივი პრობლემების,  მაგალითადუმუშევრობისა თუ სოციალური ფონის;  მსგავსი მესიჯების მიზანი ,,საზოგადოებრივი ხმის“ გაჟღერებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საზოგადოებასთნ დაახლოება და „საზოგადოების გულიდან“ საუბარი.

რატომ მაინცდამაინც სოციალური თემატიკა და განსაკუთრებით უმუშევრობა? როცა ქვეყანასა და ხალხს არა მხოლოდ ყოფითი კრიტერიუმები გააჩნია, არამედ ხვა უამრავიც. მაგალითად, ქვეყნის ორიენტირები და იდენტობის შენარჩუნება და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები. ჩვენი საზოგადოება კი უკანასკნელი ათწლეულებია ვერ გაცდა სიღატაკისა და უმუშევრობის საკითხს. ამის ახსნა საზოგადოებრივი განვითარების კუთხით შეიძლება. მაგალითად, საჭიროებათა იერარქიის ძველ თეორეტიკოსს,  აბრაამ მასლოუს, წარმოდგენილი აქვს საჭიროებათა იერარქია, რომლის მიხედვით თავმოყრილია ყველა ადამიანური საჭიროება  ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან დაწყებული - თვითრეალიზაციით  დამთავრებული. თუ ამ მოდელს ჩვენი ქვეყნის მოდელზე განვსაზღვრავთ, ნათლად დავინახავთ, რომ ჩვენი საზოგადოება ვერ გასცდა ყველაზე დაბლა მდგომ იერარქოულ საფეხურს - ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას. მსგავს დონეზე საზოგადოებრივი განვითარების დონის არსებობა, როგორც წესი, ე.წ. „აზიური დიქტატის მქონე“ ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი. სწორედ აქედან აიხსნება პოლიტიკური პარტიების, თუ ლიდერების მხრიდან საარჩევნოდ აქცენტირება უკიდურესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე  ორიენტირებული განაცხადებით.

ელემენტარული ყოფითი პრობლემების წინასაარჩევნოდ წამოწევა ეფექტურია  ოპოზიციური პარტიებითვის. რამდენადაც ეს საკითხი ძალიან აქტუალური და მწვავეა, მას გვერდს ვერც ხელისუფლება აუვლის; თავისი არსით, ხელისუფლების მხრიდან უმუშევრობაზე გაკეთებული აქცენტები კი შეგვიძლია მივიღოთ, როგორც ერთგვარი აღიარება რეალური საზოგადიებრივი მდგომარეობისა.

 - იყენებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები ხმების მოზიდვის მიზნით საზოგადოების ფსიქოლოგიაზე ზემოქმედების ხერხებს? 

- ცხადია, იყენებენ. საარჩევნო ელექტორატის მოზიდვებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მასობრივი იდეის შექმნას  ენიჭება. შემდეგ ე.წ. მოკავშირეებისა, თუ მომხრეების მოზიდვას.  მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ე.წ. „დაიჭირე ქურდის“ მეთოდი - რომლის მიზანი მიმბაძველებთან არევაა. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ სახელმწიფო უწყებები და ის გამოიყენება დისკრედიტაციისათვის, როდესაც ე.წ. დამნაშავეები, გრძნობენ რა ჩავარდნას, პირველები იწყებენ ყვირილს და საზოგადოების რისხვას სხვა მხარეს მიმართავენ. ყველაზე ხშირად ამ მეთოდს, როგორც ცნობილია, სამართალდამცავები იყენებენ, რომელთა ამოცანას მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების დეზორგანიზაცია წარმოადგენს, ეს მეთოდი უდევს საფუძვლად, მათ შორის, უმუშევრობისა და სოციალური ფონის „აღიარებასაც.“

ასევე, ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იყენებს, ეს არის ე.წ. „ცრუ ანალოგიების“ მეთოდი, ამ მეთოდის მიხედვით, ადამიანი, რომელიც აღწევს წარმატებას რომელიმე კონკრეტულ სფეროში, გარშემომყოფებს აჯერებენ, რომ ის პერსპექტიულია და ყოვლის შემძლე. ეს მეთოდი საქართველოში ძალიან აქტუალურად გამოიყენება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თანამდებობის პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას საზოგადოებისათვის „ფუთავენ“; ამ მეთოდს  ზოგადად ყველა პოლიტიკური პარტია იყენებს, ხშირია მაგალითი, როდესაც მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები „პოლიტიკოსდებიან“, თუმცა, ამ დარგის მკვლევარების ხედვისა და რეალური შედეგების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ძირითადად გავრცელებული ყალბი და ცრუ ხრიკებია, რომელსაც წინასაარჩევნოდ ადვილად წამოეგება ხოლმე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

- როდის იყენებენ პარტიები ყველაზე ხშირად პოლიტიკურ პოპულიზმს

-„პოლიტიკური პოპულიზმი“ - ეს არის შეტყობინებათა და ქცევათა ისეთი ნაკრები, რომელიც მომხიბლავად ჟღერს და არ აისახება საქმიანობაში. ამ შინაარსში, სამწუხაროდ, ყველა ქართული პოლიტიკური პარტია ჯდება. ცხადია, რომ ყველაზე აქტიურად წინასაარჩევნო პერიოდისათვის ხდება აქცენტების დასმა და მაქსიმალური „თვითგამოხატვა“, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული ფასი ედება სანდოობის ეფექტის აღძვრას, თორემ შინაარსი, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთის იდენტური. შესაბამისად, ამ პოპულიზმის მიზანი ზედაპირული და უშედეგო გზებით მომხრეთა მოზადვა და არჩევნებში გამარჯვებაა. ამგვარი პოპულიზმის მიზანია, ასე ვთქვათ, რაღაც „ნაციონალური“ იდეით ადამიანების შინაგან გრძნობებზე ზემოქმედება. მაგალითად, ასევე, პოპულიზმად შეიძლება ჩავთვალოთ  ევროპელი ლიდერების მხრიდან ჯერ გადასახადების ზრდა, შემდეგ საზოგადოებრივ კამპანიებში ამავე გადასახადების შემცირებით აპელირება და ამგვარი პოპულიზმით მოსახლეობის „დაბოლება“. პოპულისტურ შეტყობინებათა ზემოქმედების ჯაჭვი კი შემდეგნაირია, იღებს რა ადამიანი თავისი ,,შინაგანი გამოძახილის“ შეტყობინებას, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი გაჟერებულია სანდოობის მადის აღმვძრელი ტექნიკით, ადამიანი წყვეტს რაციონალურ მიდგომას, ანუ განსჯის უნარს და მეტაფორულად რომ ვქვათ, ამ ,,ვარდისფერი ნისლის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ რჩება.“

- ძირითადად, რა პრინციპით მუშაობს ქართული წინასაარჩევნო პოლიტიკური ,,პიარ - კამპანია“?

- წინასაარჩევნოდ მიმართული საზოგადოებრივი კამპანიები იდეაშიც და მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, უმთავრესად პროპაგანდისტული მეთოდების ნაკრებია, რომელიც ულუფობრივად მიეწოდება პოტენციურ ამომრჩეველს. რადგან მწარმოებელი ცდილობს ამომრჩევლისათვის სანდოობის იმიჯის შექმნას. ამ შეკითხვაში ხაზგასმა არის იმ პრინციპებზე, რაც ქართულ საარჩევნო პროცესში საზოგადოებასთან ურთიერთობას უძღვის; მე საერთოდაც გამიჭირდება იმის თქმა, არსებობს თუ არა ეს „პრინციპები“, ან რაც მოჩანს, შეიძლება თუ არა მას დაერქვას გააზრებული და განსაზღვრული პრინციპი. ჩემი აზრით, ქართულ წინასაარჩევნო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ კამპანიებს უფრო სტიქიური და იმპულსური ხასიათი აქვს. ერთი იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება არც ისე საინტერესოა და არც განვითარებული, რომ რაიმე სიღრმისეული შინაარსობრივი პრინციპების მოძიება იყოს საჭირო. მეორე იმიტომ, რომ შესაბამისად, ამ საზოგადოებიდან წარმოებული პოლიტიკური პარტიებიც ამავე დონეზეა განვითარების კუთხით.

ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ არა შინაარსზე, არამედ ფორმაზე, რამდენადაც შინაარსობრივი კომპონენტების ფორმულა საკმაოდ ბანალურად და „უნივერსალურადაც“ შეიძლება ჩამოყალიბდეს:  ,,ნებისმიერი“ ოპოზიციური პარტიისათვის სოციალური ფონი, უმუშევრობა, დაკარგული ტერიტორიები, ადამაინის უფლებების დარღვევა, ხოლო ხელისუფლებისათვის ,,წინსვლის დინამიკა“, ,,წარმატებები“ და ,,გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“, - თავისებური ფორმულებია, რაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი მხარის საზოგადოებრივ კამპანიას. ამდენად, ის უინტერესოა და  უშინაარსოც.

-  ფლობენ, თუ არა ქართული პოლიტიკური პარტიები საკუთარ ნიშას?

- საეჭვოა. ჩვენში საზოგადოებასთან პოზიციონირება ხდება არა პარტიებით ან გაერთიანებებით, არამედ კონკრეტული პირებით, ერთ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილზე, მეორე შემთხვევაში კი ოპონენტ ივანიშვილზე საზოგადოებრივი ყურადღების ფიქსაციით. პოლიტიკური პარტიების იდეურ შინაარსს, მგონი, საზოგადოება კიარა, თავად პარტიების ლიდერებიც არ ფლობენ. ქართულ  პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნია შინაარსი, ისინი მზად არიან ნებისმიერი საზოგადოებრივი ყურადღების მისაქცევი „ნიშა“ ჩაიჭირონ, მიუხედავად იმისა, პარტიული  შეზღუდვები (იდეოლოგია, სტრატეგია და ა.შ.) რამდენად ახლოსაა ამ „შესაძლებლობებთან“. ამას ემატება ის, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო გაუთვიცნობიერებელია ამა თუ იმ პარტიის იდეურ და  მიზნობრივ დატვირთვაში და ნებისმიერ შეტყობინებას ადვილად „ჭამს“ (ჟარგონულად რომ ვთქვათ). ამდენად, პარტიებს საზოგადოებრივი ნიშა არ გააჩნია, ნიშაზე შეგვიძლია მხოლოდ მისი ლიდერებისადმი საზოგადოების განწყობით ვიმსჯელოთ.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა