|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერები: გლობალური დათბობა 10 წლით გადაიდო

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ტემპერატურის საერთო ზრდა, მომდევნო ათი წლის განმავლობაში არ მოხდება.

გლობალური დათბობა 1999 წელს დაიწყო. მიუხედავად ატმოსფეროში ნახშიროჟანგის რეკორდული მაჩვენებლისა მეცნიერები დათბობის შენელებას ვარაუდობენ.

ბოლო თეორიის თანახმად, გლობალური დათბობის შენელება უკავშირდება ატლანტიკის ოკეანეში მიმდინარე 30 წლიან ბუნებრივ ციკლს.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ნელი დინება თბილ ნაკადს ოკიანის ფსკერისკენ კიდევ ათი წლის განმავლობაში წაიღებს, რაც ტემპერატურის ზრდას შეუშლის ხელს.

შეგახსენებთ, 1998 წლიდან და 2012 წლამდე საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე გაიზარდა 0.05 გრადუსი ცელსიუსით .

bbc.co.uk

"info9"

ავტორი: ნიუპრესი