სექსუალური ძალადობა საკუთარ შვილზე
აიოვაში მცხოვრები ქალი ბავშვის გარყვნის ბრალდებით დააკავეს - მან თავის 12 წლის ქალიშვილს ზრდასრულ მამაკაცთან ღამის გატარების უფლება მისცა.
37 წლის ქალი იმიტომ დააპატიმრეს, რომ მან არაფერი მოიმოქმედა ოჯახის მეგობრის, 24 წლის ჯეიკობ უაითის შესაჩერებლად, როდესაც ამ უკანასკნელს მის არასრულწლოვან შვილთან სექსი ჰქონდა. ქალის სახელს დანაშაულის ბუნების გამო არ ასახელებენ. ქალმა აგრეთვე ყურადღება არ მიაქცია ნაცნობებს და მეზობლებს, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავდნენ, რომ მის ქალიშვილთან უაითს სექსუალური კავშირი ჰქონდა. პოლიციის განცხადებით, თავად გოგონაც ეუბნებოდა დედას უაითის ქცევის შესახებ, მაგრამ მშობელი ყურადღებას არ აქცევდა. როდესაც ექიმთან ვიზიტისას გაირკვა, რომ 12 წლის ბავშვი ფეხმძიმედ იყო, დედამ ისე დაიჭირა თავი, თითქოს არაფერი იცოდა.
ჯეიკობ უაითი მესამე ხარისხის სექსუალური ძალადობისთვის და ბავშვის დაფეხმძიმებისთვის გასამართლდება. ამჟამად დედა ციხიდან გათავისუფლებულია და აკრძალული აქვს შვილთან კონტაქტი.
ავტორი: ნიუპრესი