თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე „iPhone”-ი შეამოწმებს
iPhone 6”-ის შემქმნელებმა, გამოიგონეს აპლიკაცია -„HealthKit”- რომელიც ინფორმაციას თქვენი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ მოგაწვდით.
პროგრამას შეუძლია დაადგინოს თქვენი გულის ცემის სიხშირე, დამწვარი კალორიების, სისხლში შაქრის და ქოლესტერინების რაოდენობა და ასევე დათვლის რამდენი ხანი გეძინათ.
აპლიკაციას შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მონაცემები ავტომატურად გაუგზავნოს თქვენს პირად ექიმს.
პროგრამას ასევე ექნება სპეციალური განყოფილება, სადაც მიუთითებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, მაგალითად, სისხლის ჯგუფს ან რის მიმართ ხართ ალერგიული, და თუ საავადმყოფოში გაუთვალისწინებლად აღმოჩნდებით, ექიმს შეეძლება ნახოს ეს ინფორმაცია.
„HealthKit”-ი მხოლოდ „iOS 8”-ზე იმუშავებს.
ავტორი: ნიუპრესი